|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომის პაპი: "ეკლესიამ ჰომოსექსუალებს ბოდიში უნდა მოუხადოს"

რომის პაპის განცხადებით, კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოექსუალთა მიმართ  წინა დამოკიდებულების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.  ამის შესახებ რომის პაპმა სომხეთში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

პაპ ფრანცისკეს განმარტებით, ეკლესიას არ აქვს უფლება, ჰომოსექსუალების ორიენტაცია განსაჯოს და ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ.  „ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ჰომოსექსუალებს და ასევე ყველა დაჩაგრულ ადამიანთა ჯგუფს, ბოდიში უნდა მოუხადოს, მათ შორის ქალებს, ბავშვებს და ღარიბებს“, - განაცხადა რომის პაპმა.

გარდა ამისა, მისი აზრით, ეკლესიამ პატიება უნდა სთხოვოს საზოგადოების წევრებს და იმ ოჯახებს, რომლებიც განქორწინდენ ან სხვა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ.

 ოჯახის და სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რომის პაპის  ლიბერალურ პოზიციას კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიულ წრეებშიც აკრიტიკებენ.

ავტორი: ნიუპრესი