NewPress.ge RSS Feed https://newpress.ge/36708 ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს http://newpress.ge/uploads/all/images/001_1.jpg შეხვედრა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.    მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.  მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.   „გრძელდება რეგიონული შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო სარჩევნო კომისიებთან, რაც, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.   აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.  https://newpress.ge/36704 ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში http://newpress.ge/uploads/all/images/1.jpeg ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა.სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. https://newpress.ge/36703 ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან http://newpress.ge/uploads/all/images/010.jpg შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის განვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და  საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.     სამუშაო შეხვედრისას ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის სტრატეგიაზე.    ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად ახორციელებს.    სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.    სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა. https://newpress.ge/36700 საუკეთესო ყავა და ფასდაკლებები საფირმო ჰოთდოგებზე-ქუთაისში „სმარტი“-ს მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა http://newpress.ge/uploads/all/images/smart.jpg 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საფირმო ჰოთ-დოგზე 50%-იანი ფასდაკლებაა. ახალი სუპერმარკეტი, ყველასთვის საყვარელი პროდუქტები, საუკეთესო ყავა, სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები ერთგულ მომხმარებლებზე - „სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში, გრიშაშვილის #30-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ქალაქში მეხუთე სუპერმარკეტი გახსნა. სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებული უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი თუ ფუნთუშეული იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად შეუძლია დააგემოვნოს. გასაკვირი არ არის, რომ „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ქუთაისის სუპერმარკეტში ერთგული მომხმარებლისთვის „სმარტს“ სპეციალური შეთავაზებაც აქვს: 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, „სმარტის“ საფირმო ჰოთ-დოგზე 50%-იანი ფასდაკლებაა.     „სმარტი“„ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აქციების დროს მიიღონ ექსკლუსიური ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტებზე, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.   „ეს პროექტი ჩვენ დიდი ხნის წინ დავგეგმეთ და ძალიან კარგი არის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გვერდით დგომით დროულად მოხდა ნებართვების მიღება და შესაბამისად, ჩვენ ვუზრუნველყავით „სმარტი“-ს ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მოგეხსენებათ, „სმარტი“ განაგრძობს განვითარებას. ეს არის რიგით 51-ე სუპერმარკეტი „ვისოლი“-ს ინფრასტრუქტურაში. იმერეთში ჩვენ გვაქვს რიგით მეათე ობიექტი. ჯამში ამ ობიექტზე დასაქმებულია 20-ზე მეტი ადამიანი და წარმოდგენილი არის „სმარტი“-ს ექსკლუზიური პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ქსელში ვთავაზობთ მომხმარებელს. განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული იტალიური ყავა, გამომცხვარი პროდუქტები, რომელიც ექსკლუზიურად მზადდება „სმარტი“-ს მომხმარებლებისთვის. „ვისოლი“ განაგრძობს განვითარებას როგორც იმერეთის რეგიონში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „სმარტი“-ს ობიექტების სახით. აქტიურად ვითარდება ჩვენი ინფრასტრუქტურა საერთაშორისო გზებზე და დღევანდელი გახსნა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ლოიალურები არიან ჩვენს მიმართ და კომპანია ასევე ლოიალურია თავისი მომხმარებლის მიმართ, რამეთუ გვაქვს ფასდაკლების სისტემა, რაც ფასდაკლებებით სარგებლობის გარდა, მომხმარებლებს დამატებითი ქულებისა და საჩუქრების მიღების საშულეაბას აძლევს,“- ამბობს “ვისოლი“-სა და “სმარტი“-ს გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.   „ძალიან მიხარია, როდესაც ქუთაისში მსგავსი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე ხდება. „ვისოლი“-ს ეს ავტოგასამართი სადგური არის სტრატეგიულ ადგილას. ძალიან გვესაჭიროებოდა „სმარტი“. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც სხვაგან არსად იყიდება და ასევე აქვთ ძალიან, ძალიან გემრიელი ყავა. კარგია როგორც ქალაქის განვითარებისთვის, ისე ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის, რომ გვაქვს ასეთი ლამაზი და ინსტაგრამული ადგილები. შეგიძლიათ მობრძანდეთ და თავად დაათვალიეროთ,“-ამბობს ქუთაისის მკვიდრი ნინიკო ჭავჭანიძე.   საიდუმლო არც ის არის, რომ „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის ყველაზე გემრიელი არჩევანი აქვს. „სმარტმა“ შეფ ავთო ცეცხლაძესთანაც დაიწყო თანამშრომლობა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრში მისი რეცეპტით დამზადებულ უთხელეს და უგემრიელეს ტაფის „კეცილ“ ხაჭაპურსა და ლობიანსაც მიირთმევთ.   განვითარება გრძელდება. წლის ბოლომდე „სმარტი“ უფრო დიდი ფორმატით გაიხსნება ბორჯომშიც და მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი 51 სუპერმარკეტით „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის.       https://newpress.ge/36697 Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/images/testers%20day.png 8-9 სექტემბერს, GeoSTQB-ის ორგანიზებით, პულმან თბილისმა მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Tester’s Day 2025-ს უმასპინძლა. უკვე რამდენიმე წელია, თიბისი, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, ტესტერების დღის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. ტექ კომუნის ხელშეწყობა და გაძლიერება, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.  წელს, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყო და მოიცავდა ISTQB® ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. დამსწრეები შეხვდნენ გლობალური კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას; გაიმართა პანელური დისკუსიები და ინტერაქციული ვორქშოპები.  Tester’s Day 2025-ზე, თიბისის ტესტირების ინჟინრებმა ჩაატარეს ვორკშოპი სახელწოდებით - Visual Testing in Practice და ისაუბრეს თუ როგორ ყალიბდება ვიზუალური ტესტირების სწორი სტრატეგია და როგორ ინერგება ის პრაქტიკაში.  ღონისძიების გახსნაზე, აუდიტორიას მიმართა თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდერმა, ალექსანდრე ისკონიანმა, რომელმაც ისაუბრა თიბისის როლისა და გეგმების შესახებ ტექნოლოგიების სფეროში.  Performance Testing Challenges & Best Practices - საინტერესო მოხსენება ჰქონდა თიბისის ტესტირების ინჟინერსა და ასოცირებულ პარტნიორს - ირინა ინაშვილს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო, როგორ იქმნება ავტომატიზაციის მოდულარული ჩარჩო და როგორ შეიძლება ვიფიქროთ ავტომატიზაციაზე, როგორც პროდუქტზე.    Tester’s Day 2025 და მისი პრაქტიკული სესიები მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ყველა დონის ტესტერისთვის.  საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ სპიკერები, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება, ინტერაქციული ვორკშოპები, QA-ს ბაზრის უახლესი კვლევა, AI-ზე დაფუძნებული თანამედროვე ტესტირების მიდგომები და საჭიროებებზე მორგებული სესიები - ეს ყველაფერი ტესტერებს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მოუტანს.    https://newpress.ge/36696 თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%905-(1).png თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, სექტემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება.  ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის, კონკრეტული მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროფესიონალების რჩევა სჭირდებათ, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.   სექტემბრის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.  მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  23 სექტემბერს გაიმართება და ის ESG თემატიკას  - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.    მესამე ონლაინ ტრენინგი 24 და 26 სექტემბერს, ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება, თემაზე - ,,რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა”. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე ჩაატარებს.    კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 25 სექტემბერს ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - ,,როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“.  ტრენინგს  ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება. სექტემბრის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგის თემა „ ინდივიდუალური მეწარმეების საგადასახადო დაბეგვრა“ იქნება  და ის 29 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ტრენინგს დავით პაპიაშვილი გაუძღვება. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს! https://newpress.ge/36695 ორთოპედიული ბალიშების ბენეფიტები http://newpress.ge/uploads/all/images/balishi.jpeg ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისაა განკუთვნილი. ორთოპედიული ბალიშების განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. ეს პროდუქტი ხელს უწყობს: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას; სხეულის სწორ პოზიციონირებას; ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში; უზრუნველყობს სწორ მდგომარეობაში ძილს; ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას. ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისაა განკუთვნილი და სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის,  თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს. ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და  კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას. რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მათი ფასი დამოკიდებულია ბალიშის ფუნქციურ მახასიათებლებზე. სამედიცინო ბალიშები ახალ ხედვაში წარმოებულია ევროპული პრემიუმ ბრენდების მიერ, აღნიშნული პროდუქცია პოლიურეთანის ქაფისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. https://newpress.ge/36694 როგორ ავირიდოთ თავიდან ზურგის ტკივილი? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%20.jpeg საჭიროა სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ზურგის ტკივილის პრევენციის მიზნით საჭიროა სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ეს აღადგენს როგორც თქვენს ენერგიას, ასევე აგარიდებთ სხვა დაავადებების წარმოქმნას. ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ბევრია, მათ შორის ხშირია:   უხერხული მოძრაობა; მძიმე საგნის აწევა; ბავშვის მოვლისგან მიღებული დატვირთვა;  მანქანის ხანგრძლივი მართვა; ავარია ან დაცემა; კონკრეტული დაავადება და სხვ. ზურგის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად სახელდება: მჯდომარე ცხოვრების წესი;  ხერხემლის პათოლოგიები; ფიზიკური დატვირთვა; პროფესიული საქმიანობა და სხვ. ტკივილის შემსუბუქებას ვარჯიშებთან ერთად ხელს უწყობს ზურგის ქამრების გამოყენება, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია -   ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება.   https://newpress.ge/36693 თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/image00001.png AI საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, თიბისიმ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA), სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. ახალი თაობის AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში და ბიზნესში AI-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი პროფესიონალების და ქართული AI კომუნის გაძლიერება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც თიბისი და GAIA ერთობლივად იმუშავებენ. სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესებისთვის თიბისი და GAIA ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ არაერთ AI პროგრამას, ბუთქემფებს, ტრეინინგებს, საჯარო შეხვედრებს, კონფერენციებს, ვორქშოფებს და ა.შ. ასევე, ახლო მომავალში დაიწყება რეგისტრაციები საოლიმპიადო კურსზე. „მოხარულები ვართ გვყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო ტენდენციებს მიყვება და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. გვჯერა რომ, GAIA-სთან თანამშრომლობით ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. თიბისის და GAIA-ს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი. „თიბისის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის ეროვნული AI ჰაკათონი ჩავატარეთ და საქართველო პირველად წარვადგინეთ AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. წარმატების ამ მაგალითებმა კი გვაჩვენა, რომ საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს. ამიტომ, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორიცაა მომავალი ტალანტების განვითარება, პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და მსოფლიო AI რუკაზე საქართველოს გამოჩენა“ - გიგი გიორგაძე,  საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ ახლა ხანს GAIA-ს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებულმა მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში, სადაც ნაკრების წევრმა თემიკო მაჭავარიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თიბისი, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის. ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!   https://newpress.ge/36691 რამდენად სწორი ნაბიჯია ავტომობილის ყიდვა სესხით http://newpress.ge/uploads/all/images/_17.jpg ამ საკითხზე მსჯელობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უამრავი ფინანსური ორგანიზაცია გვთავაზობს ავტომობილის ფლობა მრავალი ადამიანის სურვილია. ის თავისუფლების, კომფორტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მაშინ, როდესაც მანქანის შესაძენად საკმარისი თანხა არ გვაქვს, სესხით სარგებლობა ყველაზე მარტივი გამოსავალია. ავტომობილის ყიდვა სესხით გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა? ამ საკითხზე მსჯელობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უამრავი ფინანსური ორგანიზაცია გვთავაზობს ავტო სესხს. მათ შორის, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია MBC-ის ავტოსესხი, რომელიც მოქნილი პირობებით იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას.  სესხით ავტომობილის ყიდვის დადებითი მხარეები ავტო სესხის საშუალებით მანქანის შეძენას არ ელოდები წლობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ტრანსპორტით გადაადგილება შენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. ემბისის ავტო სესხი და სხვა მსგავსი პროდუქტები გაძლევს შანსს, რომ გადახდა რამდენიმე თვეზე გადაანაწილო და შენს შემოსავალზე მორგებული გრაფიკით ისარგებლო. სესხით შეგიძლია უფრო მძლავრი ან უფრო ეკონომიური ავტომობილი აირჩიო, ვიდრე ეს დაფინანსების გარეშე შეგეძლო. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დადებითი მხარეების პარალელურად, არსებობს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო: სესხი მხოლოდ მაშინ არის სწორი გადაწყვეტილება, თუ მას პასუხისმგებლობით მიუდგები. აუცილებელია გქონდეს მკაფიო ხედვა იმაზე, როგორ დაფარავ სესხს თუ შენი შემოსავლები შემცირდება ან მოულოდნელი ხარჯები გამოგიჩნდება. შესაძლოა ავტომობილი საბოლოოდ გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე მისი საბაზრო ფასია. ამიტომ, წინასწარ გამოთვალე სრული ფინანსური ვალდებულება. გაითვალისწინე, რომ ავტომობილი დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, მაგრამ შენ ვალდებული ხარ სესხი უცვლელი პირობებით დაფარო. როდის არის ავტო სესხით მანქანის ყიდვა სწორი ნაბიჯი? როცა მანქანა აუცილებელია სამსახურისთვის ან ოჯახისთვის და არ გაქვს სხვა ალტერნატივა. როცა გაქვს სტაბილური შემოსავალი და შეგიძლია ყოველთვიური გადახდების სწორად დაგეგმვა. როცა ირჩევ სესხს გამჭვირვალე პირობებით - მაგალითად, ემბისის ავტო სესხი, რომელიც გთავაზობს მარტივ განაცხადის პროცესს და მორგებულ დაფარვის გრაფიკს. როცა არ გეგმავ ავტომობილის ხშირად ცვლას და გსურს მისი ხანგრძლივად გამოყენება. როგორც ხედავ, ავტომობილის ყიდვა სესხით დამოკიდებულია შენს ფინანსურ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობის დონეზე. თუ სწორად დაგეგმავ, შეაფასებ რისკებს და აირჩევ შესაბამისი პირობების მქონე სესხს - ეს ნაბიჯი შეიძლება შენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარიც გახდეს. თუ გადაწყვეტილებას ზედაპირულად და დაუფიქრებლად მიიღებ, სესხი შეიძლება ფინანსური ტვირთად გექცეს. ამიტომ იფიქრე, სწორად დაგეგმე შენი ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე ავტო სესხის აღების გადაწყვეტილება.   https://newpress.ge/36690 როგორ შევადგინოთ აგრო ბიზნეს გეგმა სესხისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D.jpg ასეთი გეგმა გახდება ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება სესხის მიღებაში. თუ ფიქრობ, რომ მზად ხარ სოფლის მეურნეობაში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად და გსურს დაიწყო ან გააფართოო აგრო საქმიანობა, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორი ბიზნეს გეგმის შედგენა. ასეთი გეგმა გახდება ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება სესხის მიღებაში. მაგალითად, მიკრობანკი MBC-ის აგრო სესხი ითვალისწინებს შენს საჭიროებებს და დაფინანსების მისაღებად მოითხოვს გეგმას. რატომ არის აგრო ბიზნეს გეგმა აუცილებელი? ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ ფორმალურობა, ის შენი იდეის სტრუქტურირებულად წარმოდგენის საშუალებაა, რომელიც ცხადად აჩვენებს, რას გეგმავ, როგორ მიაღწევ მიზნებს და რა ფინანსური რესურსები დაგჭირდება. როცა სესხზე განაცხადს აკეთებ, კრედიტორი სწორედ ამ გეგმაში ეძებს პასუხებს კითხვებზე: რას აწარმოებ? რა ბაზარზე აპირებ გასვლას? რა შემოსავალს ელოდები? როგორ და როდის დაფარავ სესხს? შესაბამისად, აგრო ბიზნეს გეგმა უნდა იყოს რაც შეიძლება რეალისტური, დეტალური და მორგებული შენს კონკრეტულ საქმიანობაზე - იქნება ეს მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა თუ სხვა.   როგორ შევადგინოთ ეფექტური აგრო ბიზნეს გეგმა? სათანადოდ შედგენილი აგრო გეგმა რამდენიმე აუცილებელ ნაწილს უნდა მოიცავდეს: პროექტის ზოგადი აღწერა დაიწყე მოკლე შესავლით: რა სახის აგრო საქმიანობას გეგმავ? სად მდებარეობს მიწა ან მეურნეობა? გაქვს თუ არა უკვე გარკვეული რესურსები ან გამოცდილება? აქვე, უნდა აღწერო შენი ხედვა და მიზანი - მაგალითად, გსურს შექმნა ფერმერული მეურნეობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მოიცავს ერთ ჰექტარ ტერიტორიას და წლიურად 5 ტონამდე პროდუქტის წარმოებას შეძლებს. ბაზრის ანალიზი აღნიშნე ვის მიაწვდი პროდუქციას და რა არის მოთხოვნის დინამიკა. შეგიძლია, მოკლედ აღწერო შენი კონკურენტები, ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები და შენი კონკურენტული უპირატესობები. მაგალითისთვის, თუ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდი, წარმოაჩინე როგორ დაგეგმე ლოგისტიკა, შეფუთვა და გაყიდვები. ფინანსური ნაწილი და ბიუჯეტი ფინანსური განყოფილება ყველაზე კრიტიკულია. დაასახელე: რამდენი გჭირდება საწყისად (ინვესტიციების მოცულობა); რა სახის დანახარჯებს ითვალისწინებ (ინვენტარი, ტექნიკა, ნერგები, ცხოველები, შენობა-ნაგებობები და სხვა); რამდენი იქნება მოსალოდნელი შემოსავალი და როდის; როგორ დაფარავ სესხს და რა არის რისკების მართვის გეგმა. ემბისის აგრო სესხი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სპეციფიკას და ხშირად მოითხოვს ამ მონაცემების მკაფიო წარმოდგენას, რათა ზუსტად შეფასდეს შენი პროექტის სიცოცხლისუნარიანობა. ოპერაციული გეგმა განსაზღვრე რა სამუშაოები იგეგმება ყოველდღიურად, სეზონურად ან წელიწადში რამდენჯერმე. ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს? იქნები ეს შენ, შენი ოჯახის წევრები, თუ გჭირდება დამატებითი მუშახელი? რისკების შეფასება დაასახელე შესაძლო რისკები (კლიმატი, ბაზრის რყევები, პესტები და ა.შ.) და მიუთითე, როგორ აპირებ მათ შემცირებას. მაგალითად, შეგიძლია ჩართო სარწყავი სისტემის გამოყენება გვალვებისგან თავდასაცავად ან მოსავლის დაზღვევის პროგრამები. ბიზნეს გეგმის წერისას იყავი მაქსიმალურად რეალისტური. არ გადააჭარბო არც დანახარჯებს და არც შემოსავლის მოლოდინს. თუ კონკრეტული მონაცემები არ გაქვს, გამოიყენე ოფიციალური სტატისტიკა ან სოფლის მეურნეობის კონსულტანტების რჩევები. შეგიძლია მოითხოვო დახმარება აგროკონსულტანტებისგან ან საფინანსო ორგანიზაციებისგან, ხშირად ისინი გეხმარებიან გეგმის შედგენაში. სოფლის მეურნეობა არის რთული, მაგრამ პერსპექტიული სფერო. სწორად შედგენილი აგრო ბიზნეს გეგმა არამხოლოდ დაგეხმარება სესხის მიღებაში, არამედ გახდება შენი საქმიანობის რუკა. ის გზამკვლევია, რომელზე დაყრდნობითაც შეგიძლია მართო რისკები, დაარეგულირო ბიუჯეტი და მიაღწიო დასახულ მიზნებს. თუ ეძებ სანდო პარტნიორს დაფინანსებისთვის ემბისის აგრო სესხი შეიძლება სწორედ ის მხარდაჭერა იყოს, რაც შენს საქმეს წინ წასწევს. გაქვს იდეა? მაშინ არ დააყოვნო და შექმენი შენი პირველი აგრო ბიზნეს გეგმა.   https://newpress.ge/36689 საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 - თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა http://newpress.ge/uploads/all/images/______.jpg 2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება: 27-28 სექტემბერს, აბაშის იპოდრომი ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად, დოღის მხარდამჭერი თიბისი იქნება.  ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ დოღს, მაყურებელი და გულშემატკივარი არასდროს აკლია. ასეა აბაშაშიც, სადაც ადგილობრივი იპოდრომი სეზონზე რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობს.  2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:  წმინდა სისხლის 2-წლიანი ცხენების გარბენი 1600 მეტრზე (დავით აღმაშენებლის თასი);  წმინდა სისხლის 3-წლიანი ცხენების გარბენი 2400 მეტრზე (დერბი 2025) წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების სპრინტერული გარბენი 1200 მეტრზე (ჯემალ ქორჩილავას სახელობის თასი); წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების გარბენი 2000 მეტრზე (საქართველოს თასი); მარულა  - 5500 მეტრზე (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ცხენს);  შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში.  შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს. დოღის მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.  https://newpress.ge/36687 9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% - შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(1)_2.jpg ტრადიციულად, მრავალფეროვანია შერჩეული ობიექტების ჩამონათვალიც: თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებებით გამოირჩევა. მორიგი მასშტაბური შეთავაზება მომხმარებლებს დღეს, 9 სექტემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 400 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.  ტრადიციულად, მრავალფეროვანია შერჩეული ობიექტების ჩამონათვალიც:  Bene Shoes, Trussardi, Elena Miro, Furla, Va bene, DKNY, Pinko, Patrizia Pepe, Superdry, Women secret, XS Toys, Carter's, Calzedonia, Espacho, Jysk, Loccitane, Miniso, Yves Rocher, Monnalisa, ქალთა ბედნიერება, Roberto Bravo, Roman, Top Sport, M.A.C Cosmetics, Mova Jewelry , No One, Lutecia (40%-ის ნაცვლად, 30% დაგიბრუნდებათ), Lion Of Porches, Original Marines, Mayoral, Pepe Jeans London, Marco Polo, Hackett შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზება მოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე.გამონაკლისია მხოლოდ Lutecia, სადაც გალერია თბილისის ფილიალში, 9 სექტემბერს, 40%-ის ნაცვლად, 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.  გამონაკლისებს და შეთავაზების დეტალურ პირობებს, გთხოვთ, გაეცანით ბმულზე.  https://newpress.ge/36684 Reckless - ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა http://newpress.ge/uploads/all/images/_5a2.png 31 აგვისტოს    თანამედროვე ქართული  ბრენდი Reckless 5 წლის გახდა. მისი შექმნა წარმატებული ბიზნესკომპანიების მსგავსად  100 დოლარით არ დაწყებულა,  არც  პრეზენტაციას მოუხიბლავს ინვესტორები.   შვილის დაკარგვის შემდეგ ტანსაცმლის ბრენდის დაარსება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდა, სადაც ყველა მძაფრი, მტკივნეული ემოცია ერთად გატყდება თავს. „ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ეს პროცესიო“, - ამბობს თავადაც სალომე გველესიანი. თუმცა, ჟანრის კანონია ისიც, რომ ამ ყუთის ძირში მთავარი - იმედი გასაზრდოებს.    პირველი კოლექციის ინსპირაცია სწორედ შვილის მიერ დატოვებული უამრავი მასალა აღმოჩნდა: მუსიკის, ნახატებისა და ანიმაციების სახით.  სალომეს სურვილი, ბრენდი ნიკუშას ხსოვნისთვის მიეძღვნა და თინეიჯერების აქამდე ჩუმი ხმა ფართო საზოგადოებას გაეგო, ასრულდა. 5 წელია, Reckless მოზარდების იდენტობის, სიხარულის, ზოგჯერ ტკივილის გამომხატველი გახდა.  უფრო მეტიც-კულტურული მოძრაობის ნაწილადაც იქცა.   „დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილ ბავშვებზე მუდმივად იყო აღქმა თუ როგორი ლაღები და ფერადები იყვნენ, წვდომა ჰქონდათ ინტერნეტზე, სწავლობდნენ კერძო ან უცხოურ სკოლებში. მრავალი გიჟური ეპიტეთით ვამკობდით მათ. თუმცა, დაუცველობის შიში და შფოთი- ამ თაობისთვის თანმდევი აღმოჩნდა. ზოგადად საქართველოში  კომპლექსური პროდუქტის შექმნა დაუჯერებლად რთულია, მით უფრო, როდესაც საქმე  ტანსაცმლის ბრენდს ეხება. თუმცა ეს სირთულეები არაფერი იყო იმის ფონზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. ბევრად მსუბუქად გადავლახე რაღაცები ბიზნესის კუთხით“, - ამბობს სალომე.    ქართველების პირადი სივრცის უგულველყოფის თვისება და ის რომ არასდროს არავინ გტოვებს მარტო ( თუნდაც შენ ეს ძალიან გინდოდეს) ამ შემთხვევაში სალომეთვის მხარდაჭერად გარდაიქმნა. მის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა, მეგობრები გულშემატკივრობდნენ,  აგულიანებდნენ. დღესაც, ქუჩაში ბევრს დაინახავთ 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც პირველი კოლექციის მაისურები აცვიათ.    „წარმოგიდგენიათ ანუ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან, დღესაც რომ ატარებენ?“- მგონი,  თავადაც უკვირს სალომეს. თუმცა, რაში ეჭვიც არ ეპარება Reckless-ის ხარისხია.   ბრენდის გულწრფელობა და ხარისხის შენარჩუნება  გუნდისთვის უმთავრესია. პროფესიით მარკეტოლოგს, ბიზნესში ინტუიციის სჯერა. როცა მიხვდა, რომ რესურსი არ ჰყოფნიდა და ბრენდი ახალ სტრატეგიას საჭიროებდა, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესები ახალ აღმასრულებელ დირექტორს თირნიკე აფრიდონიძეს გადააბარა. თორნიკეს ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება  აქვს და რექლესის ბრენდსაც კარგად იცნობდა. ორი წლის განმავლობაში თორნიკემ  სტრუქტურა ფუნდამენტურად შეცვალა. თიბისი ბიზნეს დაჯილდოების აპლიკაციის შევსება მისი ინიციატივა იყო. საქმისადმი დამოკიდებულებამ ჟიურიც მოხიბლა და “საუკეთესო პროდუქტის” ნომინაციაში მეორე ადგილი მიანიჭეს.    „ჩვენთვის ეს ჯილდო ბრენდის ლოკალური აღიარებაა. ნებისმიერი პლატფორმა, სადაც სათქმელს გააჟღერებ მნიშვნელოვანია“, -ამბობს თორნიკე.  მართალია, Reckless- ის აღმასრულებელ დირექტორს ზუსტად  ესმის ვინ არის Reckless სეგმენტი და ხედავს პოტენციურ ბაზარსაც, ხშირად თინეიჯერების ბუნება მაინც არაპროგნოზირებადია.    „მოზარდი არ არის კოსმოპოლიტური გაგება. ყველა ქვეყანაში სათქმელს სხვაგვარად გამოხატავენ, ამიტომ ძალიან რთულია ექსპანსია და იდენტობის გატანა. დავტესტეთ და ევროპულ ქვეყნებში street wear -მა არ გაამართლა, რადგან იქ უფრო პრეტაპორტე ტანსაცმელია აქტუალური.  ჩვენთვის აზიური ქვეყნები, იაპონია, კორეა მიმზიდველია. ეს ბიზნესი ფაქტობრივად ვა ბანკია. თუ ბრენდს მყარი საფუძველი არ აქვს ერთი სეზონის კოლექციამ შესაძლოა მისი მომავალი განსაზღვროს. მოდის ბრენდის სტრუქტურა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს“- გვიხსნის ამ ბიზნესის თავისებურებებს თორნიკე.   Reckless-ზე საუბრისას სალომეც და თორნიკეც ბრენდისადმი ემოციურ ბმაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ფაქტებიც არც თუ ისე  მშრალია.    2025 წელს  კომპანიამ მასშტაბური კოლაბორაცია დაგეგმა წამყვან ქართულ ბრენდებთან: თიბისი (Cannes Lions-ისთვის). Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest. Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში.    5 წლის თავზე ეს შედეგები მართლაც წარმატებულია. რთულია პროგნოზირება როდესაც საქმე თინეიჯერებს ეხებათ,  მაგრამ ყველაზე უფრო რთული, რაც ამ სეგმენტში მომუშავე ბრენდებს ეხებათ, უკვე გადალახეს. მათ მოზარდები ენდობიან.  https://newpress.ge/36680 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი - ცესკო http://newpress.ge/uploads/all/images/1%20(1).jpg საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი.    როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება.    „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.   საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.   მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.   აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.   აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.   რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.   ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.   ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.   გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.   შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული  პირადობის მოწმობითაც.   ამასთან, შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.   ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა.  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.   ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/.   საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51 00 51“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. https://newpress.ge/36676 აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის- მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით http://newpress.ge/uploads/all/images/A5_6.jpg იხილეთ პარტნიორი ობიექტები, სადაც შეთავაზებით ისარგებლებთ: ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც მოსწავლეები, სტუდენტები თუ მათი მშობლები განსაკუთრებული ემოციებით ასრულებენ. თიბისი კი, ამ მნიშვნელოვანი მომენტებისთვის მათ, ყოველ წელს, განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს.  6-7 სექტემბერს, უერთგულეთ ახალი სასწავლო წლისთვის ჩაფიქრებული სურვილების ახდენას- გადაიხადეთ ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ  ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და ლიმიტის დამტკიცება,  უკვე რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდანაც შეგიძლიათ.  პარტნიორი ობიექტები, სადაც თიბისის Back to school შეთავაზებით ისარგებლებთ: Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith. ქეშბექ შეთავაზებებით სარგებლობის გარდა, ერთგული საკრედიტო ბარათით საქართველოში ნებისმიერი ბანკის პოს-ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას და საშეღავათო პერიოდი გაქვთ 55 დღე. თუმცა, ამ კონკრეტული- Back to school შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა აუცილებლად თიბისის პოს-ტერმინალზე უნდა განხორციელდეს.  მობაილბანკიდან ბარათის აღება 30 სექტემბრის ჩათვლით სრულიად უფასოა და პირველი წლის განმავლობაში არ იხდით მომსახურების საკომისიოს (წლიური მომსახურების საკომისიო განსხვავებულია ბარათის ტიპის მიხედვით), ხოლო თუ თქვენ მიერ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დააბრუნებთ, არც ზედმეტი გადასახადი დაგეკისრებათ.   აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი მობაილბანკიდან და თიბისისთან ერთად, მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის.   შეთავაზების დეტალები და დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე. https://newpress.ge/36674 მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს http://newpress.ge/uploads/all/images/mzia.jpeg ზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას. განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით. გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს მზია ამაღლობელის ადვოკატები, იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი აწერენ. ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაარღვია განაჩენის მხარისთვის მიწოდების კანონით დადგენილი ვადა. „საქმე არ იყო არც რთული, არც მრავალტომიანი და არც მრავალ ბრალდებულიანი, სასამართლომ არ ჩაგვაბარა განაჩენი კანონით დადგენილ 5 დღიან ვადაში, თუმცა ასევე დაარღვია განაჩენის ჩაბარების 14 დღიანი ვადა. განაჩენი ჩაგვბარდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2025 წლის 25 აგვისტოს, რის გამოც შემცირდა ჩვენთვის კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა“, – აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები. მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისადმი სილის გაწვნის გამო. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა. კერძოდ, მზია ამაღლობელს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.   https://newpress.ge/36672 iCash სილამაზის სალონებისა და ესთეტიკურ მედიცინის ცენტრების მართვის ეფექტური და თანამედროვე სისტემა http://newpress.ge/uploads/all/images/11.40.09.jpeg ეს არის ქლაუდზე დაფუძნებული, ინოვაციური სავაჭრო პროგრამა. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მართვა განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს -  გარდა მომსახურების სწრაფი დაგეგმვის და ადმინისტრირებისა, აუცილებელია პროცედურებისა და ფინანსების კონტროლი, ასევე  პირადი მონაცემების დაცვა. იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი პასუხობდეს სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ მოთხოვნებს და მართვის თვალსაზრისითაც იყოს სრულყოფილი - საჭიროა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომელიც გაამარტივებს მუშაობის ყველა ეტაპს — ჩაწერიდან დაწყებული, პროცედურების შესრულებით და ანგარიშგებებით დამთავრებული. ასეთი კი გახლავთ iCash, რომელსაც სწორედ სილამაზის ინდუსტრიაში არსებული ბიზნესებისთვის აქვს ცალკე მიმართულება. სანამ უშუალოდ ამ ნაწილზე გადავალთ, მანამდე აუცილებელია, იცოდეთ რა არის iCash და რატომ უნდა აირჩიოთ ის? iCash — ეს არის ქლაუდზე დაფუძნებული, ინოვაციური სავაჭრო პროგრამა, რომელიც ერგება მცირე და საშუალო ბიზნესებს, მათ შორის სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების სპეციფიკას. სილამაზის სალონების მართვის პროგრამა აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას ერთ სივრცეში და უზრუნველყოფს დისტანციურ, უსაფრთხო და ეფექტურ მართვას. ქლაუდი იძლევა შესაძლებლობას, რომ თქვენ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე აკონტროლოთ თქვენი ბიზნესი, უპრობლემოდ მართოთ რამდენიმე ობიექტი და სწრაფად მიიღოთ მონაცემები რეალურ დროში. iCash-ის ძირითადი ფუნქციები სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ მედიცინაში ვიზიტების დაგეგმვა და კალენდრის მართვა  მომხმარებლების ჩაწერის ავტომატიზაცია - გაჯეტებიდან და ონლაინ პლატფორმებიდან ჩაწერის ინტეგრაცია პერსონალის გრაფიკების და თავისუფალი დროის მართვა ვიზიტების სტატუსების მონიტორინგი და მენეჯმენტის სწრაფი რეაგირება კლიენტთა მონაცემთა ბაზა დეტალური ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ (პირადი ინფორმაცია, სამედიცინო ისტორია, წინასწარი ჩაწერები) მომსახურების და პროცედურების ისტორია, რაც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ და უსაფრთხო მომსახურებას მარაგების კონტროლი მასალებისა და კოსმეტიკური პროდუქტების მარაგის ავტომატური თვალყურის დევნება შეტყობინებები მარაგის დაბალ დონესა და მარაგის შევსების საჭიროების შესახებ ფინანსური მართვა და ანგარიშგებები ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი რეალური დროში ავტომატური ინვოისები, გადახდების რეგისტრაცია და დეტალური ფინანსური ანგარიშები შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს საბუღალტრო და საგადასახადო სტანდარტებთან უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა მაღალი დონის მონაცემთა დაცვა და რეგულარული სარეზერვო ასლების შექმნა მომხმარებელთა პირადი და სამედიცინო ინფორმაციის დაცვა GDPR-ის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დისტანციური მართვა და მხარდაჭერა ტექნიკური მხარდაჭერა და ტრენინგები წვდომა სამუშაო პროცესებზე ნებისმიერი ადგილიდან ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამის წყალობით  სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თანამედროვე ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე. iCash გთავაზობთ კომპლექსურ და უსაფრთხო სისტემას, რომელიც გაამარტივებს თქვენს სამუშაო პროცესებს, გაზრდის კლიენტების კმაყოფილებას და მოახდენს დადებით გავლენას თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე.   https://newpress.ge/36671 პროტური ფოთი 2025 - თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია http://newpress.ge/uploads/all/images/release-poti.jpg ახლა სპორტსმენები თავს უკვე ფოთში მოიყრიან. 6-7 სექტემბერს, ფოთში, მალთაყვას წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირი - „პროტური ფოთი 2025“ გაიმართება.    ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი.    აგვისტოს ბოლოს, იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ახლა სპორტსმენები თავს უკვე ფოთში მოიყრიან. შეჯიბრება ორ ეტაპად - ხტომასა და სლალომში ჩატარდება.  საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება ფოთმა პირველად 1991 წელს მიიღო, როცა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 34 წლის შემდეგ, როცა ინფრასტრუქტურაც და სპორტის სახეობაც ვითარდება, კვლავ გაჩნდა კონტინენტის პირველობის მასპინძლობის ამბიცია. „პროტური ფოთი 2025“ კი, ამ განაცხადისთვის კარგი საფუძველი იქნება.  თიბისისთვის, რეგიონების სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება; მითუმეტეს, როცა საქმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს ეხება, რომელიც არაერთი მიმართულებით შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებას.  ტურნირის მიმდინარეობისას, მალთაყვაში თიბისი საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც შეძლებთ დასვენებას და ტურნირისთვის თვალის კომფორტულად მიდევნებას.  https://newpress.ge/36668 თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები http://newpress.ge/uploads/all/images/school.jpg შეთავაზებები დაგხვდებათ პარტნიორი ობიექტების ყველა იმ კატეგორიაში, რაც სექტემბერში განსაკუთრებით გჭირდებათ. სექტემბერი თითქმის ყველასთვის ახალ დასაწყისების თვეა, ამიტომ Back To School კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტმა  მომხმარებლებს შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვან კატეგორიებში მოუმზადა.  6-7 სექტემბერს, 50-მდე პარტნიორ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა - შეთავაზებები დაგხვდებათ პარტნიორი ობიექტების ყველა იმ კატეგორიაში, რაც სექტემბერში განსაკუთრებით გჭირდებათ. ობიექტების ჩამონათვალი, სადაც 6-7 სექტემბრის Back To School შეთავაზებით ისარგებლებთ: Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith. თუ ყველა სასურველი ნივთის შესაძენი თანხა 6-7 სექტემბრისთვის არ გაქვთ გათვალისწინებული, იდენტური შეთავაზება მოქმედებს ერთგულ საკრედიტო ბარათზეც, რომლის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდანაც შეგიძლიათ.  შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.  გახდით კონცეპტ მომხმარებელი, ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებით და მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!    https://newpress.ge/36666 ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%20Back.jpg სურვილები ხდება - მთავარია, გჯეროდეს! Back To School-ის მრავალფეროვანი კვირეულის ფარგლებში, თიბისი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს 6-7 სექტემბერსაც სთავაზობს.   მოემზადეთ, ემოციებით სავსე, ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად. 6-7 სექტემბერს, თიბისის პოს-ტერმინალზე, გადაიხადეთ, ახალი თიბისი ბარათით 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40%, მაქსიმუმ 150 ლარი მომენტალურად.  შეთავაზება მოქმედებს ახალ თიბისი კონცეპტ ბარათებზეც, რომლებზეც პარტნიორ ობიექტებში, მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებთ.  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა - შეთავაზებები დაგხვდებათ იმ კატეგორიებსა და პარტნიორ ობიექტებში, სადაც ყველაზე მეტად ელოდით.  ჩამონათვალი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:  Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith. თუ 6-7 სექტემბრისთვის ხარჯები არ გაქვთ გათვალისწინებული, აიღეთ ერთგული საკრედიტო ბარათი, დაიმტკიცეთ მაქსიმუმ 20,000 ლარის ლიმიტი და ისარგებლეთ, იდენტური შეთავაზებით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთგული საკრედიტო ბარათის აღება უკვე თიბისის მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.  6-7 სექტემბრის შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.  სურვილები ხდება - მთავარია, გჯეროდეს!  https://newpress.ge/36664 რა არის სტომატიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას? http://newpress.ge/uploads/all/kriminali/stomatit.png სტომატიტი – ეს არის ტერმინი, რომელიც ხშირად გვაბნევს და რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გვიჩნდება. სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება მტკივნეული წყლულებით, სიწითლითა და შეშუპებით. ეს უსიამოვნო მდგომარეობა მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ხელს უშლის ჭამას, საუბარს და იწვევს დისკომფორტს. თუ ეს პრობლემა თქვენთვის ნაცნობია, აუცილებლად გააგრძელეთ კითხვა. ამ სტატიაში გაიგებთ, რა არის სტომატიტი, რატომ ჩნდება ის და როგორ უნდა მიიღოთ სწორი ზომები, რათა დაამარცხოთ ეს პრობლემა. სტომატიტის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები სტომატიტი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის: ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებით. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს პირის ღრუს ტრავმით (მაგალითად, შემთხვევითი კბენით), გარკვეული მედიკამენტების მიღებით, ვიტამინების ნაკლებობით, სტრესით ან დასუსტებული იმუნური სისტემით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენას, რაც ხშირად ხდება ანთებითი პროცესების გამომწვევი. მიზეზის დადგენა გადამწყვეტია სწორი მკურნალობისთვის. ვირუსული სტომატიტის დროს ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები, ხოლო ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში, ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. პროფესიონალური დახმარება და პრევენციახშირად, თვითმკურნალობა არაეფექტურია და შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. ამიტომ, თუ სტომატიტის სიმპტომებს შეამჩნევთ, უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალ სტომატოლოგს. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გთავაზობთ ზუსტ დიაგნოსტიკასა და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობის გეგმას, რაც ხელს უწყობს სწრაფ და უმტკივნეულო გამოჯანმრთელებას. ჩვენი კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან დაავადების მიზეზის დადგენასა და ეფექტურ მოგვარებაში. რატომ უნდა აირჩიოთ "ბლიც დენტალი"?ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა არის ამიერკავკასიის წამყვანი კლინიკა ციფრული სტომატოლოგიის მიმართულებით. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავსვათ დიაგნოზი და მაღალი ხარისხის მომსახურება შემოგთავაზოთ. ჩვენი ექიმები მუდმივად გადიან ტრენინგებს გერმანელ ექსპერტებთან, რაც უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განვითარებას და უახლესი მეთოდების დანერგვას. ჩვენი მიზანია, თითოეული პაციენტისთვის შევქმნათ კომფორტული და უსაფრთხო გარემო, რათა თქვენი ღიმილი იყოს ჯანმრთელი, ლამაზი და ხანგრძლივი. იზრუნეთ თქვენს პირის ღრუ  ჯანმრთელობაზე დროულად და მიენდეთ პროფესიონალებს!   https://newpress.ge/36662 ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი http://newpress.ge/uploads/all/images/ertguli%20a5%20release.jpg ერთგული საკრედიტო ბარათის აღება, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულიად უფასოა მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმ მობაილბანში ახალი ფუნქციონალი დაამატა - უკვე, ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. აქამდე, ბარათის აღებას, 2-3 სამუშაო დღე სჭირდებოდა.  თუ ჯერ არ სარგებლობთ პროდუქტით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინ, 2-3 წუთში. ლიმიტის დამტკიცების შემდგომ, რამდენიმე წუთი სჭირდება გენერირების პროცესს, რის შემდგომაც უკვე შეგიძლიათ ბარათის ელექტრონულ საფულეში დამატება და თანხის სურვილისამებრ განკარგვა.  თიბისის მობაილბანკიდან ერთგული საკრედიტო ბარათის აღება, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულიად უფასოა და არ გადაიხდით პირველი ერთი წლის საკომისიოს (წლიური საკომისიო განსხვავდება ბარათის ტიპების მიხედვით). ასევე, თუ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდში დააბრუნებთ, არც დამატებითი გადასახადი დაგერიცხებათ.  ერთგული ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20,000 ლარია, საშეღავათო პერიოდი კი, მაქსიმუმ 55 დღე. დამატებით თანხას ხარჯავთ ყველგან და საქართველოში ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას. 4000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, 12%-მდე ქეშბექს იბრუნებთ.  იყავი მიზანსწრაფული, უერთგულე სურვილებს და აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი უფრო სწრაფად!    https://newpress.ge/36652 მოიკლო თუ მოიმატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებმა - საქსტატი http://newpress.ge/uploads/all/gallery/infrastruqtura/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.jpeg ფასები წინა წელთან შედარებით 12.8 პროცენტით გაიზარდა 2025 წლის მეორე კვარტალში  წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 12.8 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. საქსტატის ცნობით, ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 20.1-პროცენტიანი მატებით, რაც 9.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.   ამასთან , წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 2.0 პროცენტით შემცირდა.  აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.3-პროცენტიანი კლებით, რამაც - 4.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში, აღნიშნული სავარაუდოდ, ფასის სეზონურ ცვლილებას უკავშირდება. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 10.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 37.8 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, - 4.11 და 7.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. https://newpress.ge/36650 თამბაქოს კონტროლის კანონის გამოწვევები ტურისტულ ზონებში გაზრდილია http://newpress.ge/uploads/all/images/tambaqos.png ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი  პრობლემებს ძირითადად ტურისტულ ზონებში, უცხოელი (რუსეთის, თურქეთის, არაბული ქვეყნების) მეპატრონეების კუთვნილ კაფე-ბარებსა და რესტორნებში აწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში, 2017 წელს მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონის მთავარი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებაა. რეფორმამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საზოგადოებრივი სივრცეების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლების კუთხით. დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის რეგულაცია საშუალოდ 95%-ით სრულდება, შეიცვალა საზოგადოებრივი დამოკიდებულება, მოწევა საჯარო სივრცეში ნორმად აღარ მიიჩნევა. თუმცა კანონის ეფექტური აღსრულების მიუხედავად კვლავ რჩება  გამოწვევები, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში. ამ მხრივ, აჭარა (ბათუმი, ქობულეთი) პრობლემური ნაწილია, სადაც სამასპინძლო ობიექტებში  რეგულაციების დარღვევის ფაქტები გახშირებულია. „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი  პრობლემებს ძირითადად ტურისტულ ზონებში, უცხოელი (რუსეთის, თურქეთის, არაბული ქვეყნების) მეპატრონეების კუთვნილ კაფე-ბარებსა და რესტორნებში აწყდება, სადაც მოწევის რეგულაცია თამბაქოს ახალი პროდუქტების ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევის სახით ირღვევა. სახელმწიფო საკომუნიკაციო პროგრამების უქონლობის გამო მოსახლეობას სისტემატურად არ მიეწოდება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის კანონის რეგულაციების შესახებ, ამიტომაც თამბაქოს ინდუსტრიის მიერ წაქეზებული, კანონდამრღვევი კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები იოლად  ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დახურულ სივრცეში დაშვებულია თამბაქოს ახალი პროდუქტების და ჩილიმის მოწევა. დახურულ სივრცეში ნებისმიერი მოსაწევი საშუალების გამოყენება აკრძალულია და ისჯება სივრცის მფლობელი კომპანიის, რეგულაციის დამრღვევი პირის (მათ შორის, უცხოელის), ან ორივეს დაჯარიმებით. სასურველია, მოსახლეობა უკეთ რეაგირებდეს მოწევის რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე.  კაფე-ბარებსა და რესტორნებში ნებისმიერ მომსახურე პირს, მიმტანს, მენეჯერს და სხვას შეიძლება მიუთითოთ მოწევის რეგულაციის დარღვევაზე და მოითხოვოთ შესაბამისი რეაგირება, აღკვეთონ ფაქტი, მიმართონ საპატრულო პოლიციას ან მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ სოციალურ ქსელში (ფეისბუქზე), გვერდზე „ნუ მაბოლებ“. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორები მიმართავენ შესაბამის ზომებს. ასეთ დროს სასურველია დარღვევის ფაქტის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულების გადაღება და გამოგზავნა.  საპატრულო პოლიციას არ აქვს უფლება მოწევის ფაქტების აღმოსაჩენად იაროს დაწესებულებებში, ის მხოლოდ  დარღვევის შესახებ 112-ში მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებს. ამიტომაც ხალხის აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გიორგი მაღარაძე, თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორი: „აუცილებელია მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტების მიმართ მოქალაქეების ყურადღება, დაწესებულების ხელმძღვანელობის მიმართ მოწოდება, აღკვეთონ კანონდარღვევა ან შეგვატყობინონ მონიტორინგის სამსახურს და ჩვენ ვაცნობებთ პოლიციას. კანონი უპირველესად მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვისაა შექმნილი და მათაც აქვთ ვალდებულება დაიცვან საკუთარი უფლება, ცხოვრობდნენ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. ამ მხრივ განსაკუთრებით იჩაგრებიან ბავშვები, რომლებიც შესაძლოა მოხვდნენ სივრცეში სადაც დაუშვებელია მოწევა, მაგრამ ეწევიან. ნებისმიერ დაწესებულებას, მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ეკისრება პასუხისმგებლობა, თამბაქოს მოწევის რეგულაციები უპირობოდ შესრულდეს. რადგან სისტემატურად კანონდამრღვევი კაფე-ბარებისთვის 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია შემაკავებელი საშუალება ვერ აღმოჩნდა,  მიგვაჩნია, რომ  უნდა გაორმაგდეს პასუხისმგებლობა დაწესებულებისათვის, მათ შორის სამასპინძლო ბიზნესში, რათა კანონი მაქსიმალურად დაიცვან და თამბაქოს და სხვა პროდუქტების კვამლისაგან ყველა საჯარო და სამუშაო სივრცე თავისუფალი იყოს”  , - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.     https://newpress.ge/36646 თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი http://newpress.ge/uploads/all/images/%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98_1.jpg ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე შემოდგომის სცენას, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 16 სექტემბრიდან იწყებს. ცნობილ და საყვარელ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებლებს პრემიერა „ვერაგობა და სიყვარული“ ელოდებათ.  თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.  ფასდაკლებით სარგებლობისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.   გაეცანით სექტემბერ - ოქტომბერის სპექტაკლების აფიშას:   16, 20, 24 სექტემბერი - „ამარკორდი“  სპექტაკლი სიყვარულის წერილია იმ სამყაროზე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის არსებობენ და შეხსენება იმისა, რამდენად მარტივად შეუძლია ბოროტებას წაგვართვას ყველაზე ძვირფასი: თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ. 17, 21 სექტემბერი, 4 ოქტომბერი - „ცხვირი“ თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა - თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?   18 სექტემბერი - ვერაგობა და სიყვარული - „პრემიერა“ არსებობს სიყვარული იქ, სადაც მაღალი ფენის წარმომადგენლები ვერაგობას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებენ? სადაც სიყვარული იძულებულია დაემორჩილოს იერარქიას; სადაც სიყვარული ინსტრუმენტი ხდება; შეიძლება კი ამ ვითარებაში სიყვარულსა და ვერაგობას შორის ზღვარი არსებობდეს?   27 სექტემბერი - „TooTsie“ სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.   1 ოქტომბერი - „1921-1924“ სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.   5 ოქტომბერი - „ბენზინგასამართი სადგური“ როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი https://newpress.ge/36643 არდადეგებიდან სკოლამდე მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20Back%20to%20school.jpg  არდადეგების შემდგომ სკოლისთვის მომზადება, თითქმის ყველასთვის, მოუსვენრობასთან, პოზიტიური სიახლეების მოლოდინთან და განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ასეა, 1 სექტემბრის თარიღიც- მრავალი წლის განმავლობაში, სწავლა ყველგან სწორედ ამ დღეს იწყებოდა. მაშინ იშვიათად თუ იტყოდნენ - „სკოლისთვის ვემზადები“, ძირითადად ყველა 1 სექტემბრისთვის ემზადებოდა. სწავლა უმეტეს სკოლებში დიდი ხანია, 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა ამ თარიღს წელსაც განსაკუთრებული მოლოდინებით უნდა დაელოდოთ, რადგან თიბისიმ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ. 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათით თიბისის პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი) მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისიმ სტუდენტებზეც იზრუნა და უნივერსიტეტისთვის მომზადება მათაც გაუმარტივა. თუ ხარ 18-დან 23 წლამდე და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, ისარგებლე იდენტური შეთავაზებით და მოემზადე უნივერსიტეტისთვის თიბისისთან ერთად. მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებს შეთავაზებები დაგხვდებათ იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდით: ბიბლუსი სანტა ესპერანსა შაქრო ბაბუა Miniso Reckless (დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 50%-ს, მაქსიმუმ 150 ლარს) Antaris Orgservice IZIPIZI Flormar ბოლომდე ისიამოვნეთ არდადეგებიდან სკოლამდე პერიოდით და დაიწყეთ, ახალი სასწავლო წელი თქვენთვის სასურველი ნივთებით. შეთავაზების დეტალებისთვის გადადით ბმულზე.         https://newpress.ge/36640 თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება http://newpress.ge/uploads/all/images/Cover.jpg შემოქმედებითი ინდუსტრიის ფესტივალი AD BLACK SEA 2025 ტრადიციულად შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, 11 სექტემბერს აიღებს სტარტს და 13 სექტემბერს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი. სამი დღის განმავლობაში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. მათ შორის, შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake იქნება. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები. ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. თიბისი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, განვითარებაზე ორიენტირებულობაა. მსგავსი ღონისძიებები, აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა და გამოცდილება. არწმუნებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია სჯეროდეთ!   https://newpress.ge/36639 პირველად საქართველოში - თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა http://newpress.ge/uploads/all/images/Chatbot.jpg თიბისი -მ  საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა.  ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და  ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის. თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და ამავდროულად, ითვალისწინებს ქართული ბაზრის სპეციფიკას. თიბისის მიზანი არა მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხობრივი ტრანსფორმაცია და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება იყო. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს ჩატბოტს, ღრმად გაანალიზოს კლიენტის კითხვები და მიაწოდოს დეტალური პასუხები სხვადასხვა ფინანსურ თემებზე. სისტემა მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ჩატბოტის ფუნქციონალი მუდმივად ფართოვდება. ყოველივე აღნიშნული, ამ ინსტრუმენტს კლიენტებისთვის ნამდვილ AI ასისტენტად აქცევს.  ახალი გენერაციული ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე - https://tbcbank.ge/ka. უახლოეს მომავალში კი, სისტემა დაინერგება თიბისის ყველა ციფრულ არხში.  ამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯით, თიბისიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მოუსვენარი, გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული. https://newpress.ge/36634 მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის სითი მოლთან ერთად http://newpress.ge/uploads/all/images/sity.jpg სასწავლოს წლის დაწყება ბევრ ემოციასთან, სასიამოვნო სამზადისთან და სიახლესთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სითი მოლი განსაკუთრებულად ემზადება ამ სეზონისთვის და გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანსა და სპეციალურ შეთავაზებებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ საბავშვო ბრენდების ახალ საშემოდგომო კოლექციებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთები. ასევე, 15 სექტემბრის ჩათვლით სითი მოლში დაგხვდებათ ექსკლუზიური ქეშბექ აქციები სხვადასხვა კატეგორიის ბრენდებზე, უამრავი ფასდაკლება სასკოლო ასორტიმენტსა და საკანცელარიო ნივთებზე. ეწვიეთ სითი მოლს, აქციეთ სასკოლო სამზადისი სასიამოვნო თავგადასავლად და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება!დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს. მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1   https://newpress.ge/36622 თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი http://newpress.ge/uploads/all/images/China%20Release.png ოლიმპიადაზე 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში.  პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, ნაკრების წევრი - თემიკო მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. „ამხელა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სიტყვის თქმა, ალბათ, ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ოცნება და პასუხისმგებლობაა. ყოველ საათში, როდესაც ორგანიზატორები ოლიმპიადის დარჩენილ დროს აცხადებდნენ, თავს ვუმეორებდი, რომ ამას ვაკეთებდი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ეს არაამქვეყნიურ ენერგიას მაძლევდა” - აღნიშნავს თემიკო მაჭავარიანი. 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილესთან ერთად ასპარეზობდნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებმაც პეკინში გამგზავრებამდე ინტენსიური მოსამზადებელი კურსები გაიარეს. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები იყვნენ და მოსწავლეებს აქტიურად უჭერდნენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში. „ოლიმპიადის დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო და მოულოდნელიც. ამოცანების ფურცელი როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ აქ ჩემით, ადგილზე უნდა შემექმნა „რაღაც სხვაც“. დავალებების კეთებისას, მახსენდებოდა მოსამზადებელ ლექციებზე რა ხრიკებს და ხერხებს ვიყენებდით, მენტორებთან ერთად, სხვადასხვა სიტუაციის გადასაჭრელად, რაც ფიქრშიც მეხმარებოდა და ამოცანებსაც მიმარტივებდა. მჯერა, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, ძლიერი გუნდის მხარდაჭერა დგას. ნაკრების მწვრთნელების გულით და სულით გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ოლიმპიადაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა“ - ამბობს თემიკო. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უკვე მეორე წელია აერთიანებს. საქართველოში გამართული ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA). მხარდამჭერები არიან თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს. https://newpress.ge/36621 „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90.jpg რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. თიბისი კონცეპტის გალერეა 1 სექტემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: პირველ სართულზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები. რუსუდან ხიზანიშვილი ფერადოვანი დეტალებით დატვირთული ტილოებით არის ცნობილი, ხოლო მისი შავ-თეთრი, ფანქრით შესრულებული ნამუშევრები პირველად იფინება ცალკე ექსპოზიციის სახით. მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილოა გამოფენილი. რა არის ხიზანიშვილის გრაფიკული ნამუშევრების თემა? ეს ნახატები, ერთი შეხედვით, ზღაპრის ილუსტრაციებს ჰგავს, მაგრამ აქ ზღაპრის, მითის ან პერსონაჟის ამოცნობა ჭირს. ის ხატავს ქალებს, რომლებიც  უცნობი მითების გმირებს ჰგვანან. ნახატებზე გამოსახული კომპოზიციის სიუჟეტის გარკვევა ცალკე გამოწვევაა. ხიზანიშვილის ნამუშევრები კუბელი გრაფიკოსის, ბელკის აიონის კოლოგრაფიულ შავ-თეთრ პრინტებს მოგვაგონებს. აიონი საიდუმლო საზოგადოების, აბაკუას რელიგიის მოგონილ თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ამბებს ასახავდა. რუსუდან ხიზანიშვილი თავის ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში მუშაობს, ხოლო ნამუშევრებს ქაღალდზე ავტორი სახლში ხატავს. მისივე თქმით, სახლში შესრულებული თითოეული ნახატი დღიურივითაა. ის შავი ფანქრით (გრაფიტით) გამოსახავს თავისი გმირების უტრირებულ ფიგურებს, დევქალებს, რომლებსაც კანიც კი განსხვავებული ფაქტურის აქვთ. ხელოვანი სხვადასხვა მიმართულების შტრიხებით ფარავს მათ სხეულებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ კანის ნაცვლად ფარფლები აქვთ. პერსონაჟები ხან სადილობენ, ხან თავისქალებიან არსებებს ეხუტებიან, ხან გოგირდის აბანოში მექისე მათ ფეხებით ზედ დგება. ამ ნახატებში უამრავი რამ ხდება, ხელოვანი საკუთარი წარმოსახვით ქმნის პერსონალურ იკონოგრაფიას და საკუთარი პერსონაჟების მეშვეობით გვიყვება ისტორიებს. რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. გასული წლების განმავლობაში ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად  იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ის რამდენიმე საერთაშორისო გალერეასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბერლინის კორნფელდ გალერეასთან, LJ Galerie-სთან პარიზში, Mimmo Scognamiglio-სთან მილანში და Window Project-თან თბილისში.  2025 წელს  ჰქონდა სოლო გამოფენა Seojung Art Gallery-ში (ბუსანი/სეული, სამხრეთ კორეა); ჯგუფური გამოფენა კორნფელდ გალერეაში (ბერლინი); წელს, ასევე, დაგეგმილია გამოფენა CAM Galería-ში (მეხიკო, მექსიკა).  მისი ნამუშევრები დაცულია, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ყვარლის ფონდში, ბრეუსის ფონდში.  გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე უფლებები ეკუთვნის გალერეა Window Project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს. გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი. მისამართი: მარჯანიშვილის 7. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე. გამოფენის გახსნა: 1 სექტემბერი, 18:00-20:00 საათი. გამოფენის ხანგრძლივობა - 1.09.- 15.10.2025 სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00- 20:00 საათამდე. https://newpress.ge/36618 შენ არასდროს ივლი მარტო - გიორგი მამარდაშვილი x თიბისი http://newpress.ge/uploads/all/images/Release_2.png ახალგაზრდა მეკარე „ლივერპულის“ ფეხბურთელია. გიორგი მამარდაშვილისთვის ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი - მერსისაიდული კარიერა უკვე ოფიციალურად დაიწყო. ახალგაზრდა მეკარე „ლივერპულის“ ფეხბურთელია. 14-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ქართველი ფეხბურთელი კვლავ გამოჩნდა - ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში და საკუთარი ისტორიის წერას იწყებს.  ლეგენდარულ „ენფილდამდე“ გზა გიორგიმ თიბისისთან ერთად გაიარა; ლივერპულის ქუჩებში გაეცნო ქალაქს, გულშემატკივრებს და ამ საინტერესო თავგადასავალმა კიდევ ერთხელ გაუმყარა რწმენა, რომ ეს ის ადგილია, სადაც არასდროს ივლი მარტო.  საკომუნიკაციო ვიდეოში, რომელიც თიბისიმ გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციის ფარგლებში მოამზადა და სადაც მამარდას ენფილდისკენ მიმავალი გზაა ასახული, ქართველი მეკარე პირველად, რუკისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ცდილობს გაიკვლიოს გზა ლივერპულში და „ენფილდამდე“ მივიდეს. მაყურებელი მამარდას პირველი ლივერპულური ნაბიჯების თანამონაწილე ხდება - მასთან ერთად ეცნობა ქალაქს და იმუხტება პირველი ემოციებით - ის ხომ პირველად მიდის ენფილდ როუდზე.   თიბისისა და მამარდას კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. გიორგი მამარდაშვილის კარიერა, მისი აქამდე განვლილი გზა, ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის შთამაგონებელი, სამაგალითო და რწმენის მიმცემია, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია; ხოლო მისი „ლივერპულში“ ხილვა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - მთავარია გჯეროდეს.    https://newpress.ge/36617 თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_2.jpg ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. ცნობილია, რომ საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაციის გრძელვადიანი ტენდენცია გრძელდება. ამასთან, სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, ხშირად ადგილი აქვს მერყეობებს. საკუთრივ, ლარის გაუფასურების მოლოდინებისას, იზრდება დეპოზიტებში ვალუტის წილი და სესხებში, ტენდენციასთან შედარებითაც კი, ლარის წილი. ამასთან, ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სენტიმენტები იცვლება და უკვე, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებით ქცევას აქვს ადგილი.   სწორედ მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში. თუმცა ამჯერად, ორივე მიმართლებით საკმაოდ მასშტაბურ კონვერტაციებს ლარის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა არ გამოუწვევია, რაც სებ-ის ინტერვენციებმა განაპირობა. კერძოდ, თუ შარშან, მაისი-ოქტომბრის პერიოდში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვამ 875 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნოემბერ-თებერვალში უკვე 153 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა დაფიქსირდა, ხოლო მარტიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ჩვენი შეფასებით წმინდა შესყიდვა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა.   აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ბოლოდროინდელ შესყიდვებში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების წვლილი მნიშვნელოვანი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ივლისის წინასწარი ინდიკატორი კვლავ უკეთესია. ასევე, ლარი/დოლარის წყვილის კუთხით, თავისთავად, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, დეპოზიტებისა და სესხების სხვადასხვა ანალიტიკური მაჩვენებლის გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ როგორც გაყიდვებში, ასევე შესყიდვებში, არსებით როლს სწორედ სავალუტო კონვერტაციები ასრულებს.   მთლიანობაში, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, რაც, გაცვლითი კურსის მხრივ, სადღეისოდ არსებული სენტიმენტების/მოლოდინების გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007057-macro-update-georgia https://newpress.ge/36613 თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში http://newpress.ge/uploads/all/images/22%20%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1.png თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზების ფარგლებში, 22 აგვისტოს, სითი მოლის საბურთალოს და გლდანის ფილიალების 60-მდე შერჩეულ ობიექტში, თიბისი კონცეპტის Visa სადებიტო ბარათებით გადახდისას, 30%-იანი ქეშბექი ულიმიტოდ დაგიბრუნდებათ.   შეთავაზება იმოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. 22 აგვისტოს ქეშბექ აქცია გავრცელდება თიბისი კონცეპტ Visa Signature და Visa Platinum-ის, როგორც ძველ, ისე ახალ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე.  გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, შეთავაზება იმოქმედებს შერჩეული ობიექტების სრულ კოლექციაზე, მათ შორის, ფასდაკლებულ ნივთებზეც. დაბრუნებული თანხა კი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად აგესახებათ. შეთავაზების ფარგლებში, Jo Malone-სა და Aromateque-ში 30%-ის ნაცვლად, 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ. შერჩეული ობიექტების კატეგორია და ჩამონათვალი ტრადიციულად მრავალფეროვანია:   ტანსაცმელი და ფეხსაცმელი   Sense Concept Store, Calzedonia, Intimissimi, The North Face, Diesel, Napapijri, Scotch & Soda, Magellan, Lee Cooper, Under Armour, Shoes Loft, Crocs, Skechers, Top Sport , Adidas, Puma, Timberland, Dressarium Kids, Dan John, Karl Lagerfeld, Marc O'Polo, Lion Of Porches, Yamamay, Giordano, Petit Bateau, Hackett, BOSS, HUGO, Paul & Shark.   აქსესუარები   Corner, Messy Weekend, Izipizi, Swarovski, Nicolo, Franco Fontana, Toreli.   პარფიუმერია და თავის მოვლა   Jo Malone, Aromateque, Voulez-Vous, Lutecia, Atelier Rebul, Laline, L’Occitane, Yves Rocher, Mac Cosmetics.   სახლი   Manamo Home, Berghoff, Villeroy & Boch, Jysk, Grills Home & Kitchen, Palais des Thés, Old Supra, Tac, Miniso.     სპორტი   OKTOPUS - მხოლოდ სითი მოლის ფილიალი. გამონაკლისებისა და შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.     https://newpress.ge/36611 თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%20%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98.png გახსოვდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა. თიბისიში სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს, თუმცა, ამ გზაზე ხშირად გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც საკუთარ ძალებში დაგვარწმუნებს. ზოგჯერ სულაც ერთი გამამხნევებელი მზერა ან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა საჭირო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ის ძალა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. როცა შენი სჯერათ - შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ზოგჯერ კი, სრულიად უცხო ადამიანებს - ეს გაძლევს რწმენას, რომ ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს! თიბისიმ, ვიდეო რგოლში ადამიანების რეალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ისეთი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები შეკრიბა და აღბეჭდა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცდია. ეს ის გარდამტეხი მომენტებია, როდესაც სხვების მხარდაჭერა და რწმენა უდიდეს როლს თამაშობს - იქნება ეს საეტაპო გამოცდილება, როგორიც ეროვნული გამოცდები და სტუდენტობისათვის მზადებაა, ისეთი ამაღელვებელი, როგორიც დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა, თუ ისეთი ტრივიალური, როგორიც  თასმის შეკვრა. სწორედ მსგავსი მარტივი ჭეშმარიტებების გამოცდაა, ის, რაც ადამიანს შეუძლებელსაც შეაძლებინებს.  ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ - მთავარია გჯეროდეს და სჯეროდეთ შენი, რადგან დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია, ვინ დგას შენს გვერდით. ამასთანავე, გახსოვდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა. https://newpress.ge/36610 როგორ შევადგინოთ აგრო ბიზნეს გეგმა სესხისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1.jpg როცა სესხზე განაცხადს აკეთებ, კრედიტორი სწორედ ამ გეგმაში ეძებს პასუხებს კითხვებზე თუ ფიქრობ, რომ მზად ხარ სოფლის მეურნეობაში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად და გსურს დაიწყო ან გააფართოო აგრო საქმიანობა, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორი ბიზნეს გეგმის შედგენა. ასეთი გეგმა გახდება ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება სესხის მიღებაში. მაგალითად, მიკრობანკი MBC-ის აგრო სესხი ითვალისწინებს შენს საჭიროებებს და დაფინანსების მისაღებად მოითხოვს გეგმას. რატომ არის აგრო ბიზნეს გეგმა აუცილებელი? ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ ფორმალურობა, ის შენი იდეის სტრუქტურირებულად წარმოდგენის საშუალებაა, რომელიც ცხადად აჩვენებს, რას გეგმავ, როგორ მიაღწევ მიზნებს და რა ფინანსური რესურსები დაგჭირდება. როცა სესხზე განაცხადს აკეთებ, კრედიტორი სწორედ ამ გეგმაში ეძებს პასუხებს კითხვებზე: რას აწარმოებ? რა ბაზარზე აპირებ გასვლას? რა შემოსავალს ელოდები? როგორ და როდის დაფარავ სესხს? შესაბამისად, აგრო ბიზნეს გეგმა უნდა იყოს რაც შეიძლება რეალისტური, დეტალური და მორგებული შენს კონკრეტულ საქმიანობაზე - იქნება ეს მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა თუ სხვა.   როგორ შევადგინოთ ეფექტური აგრო ბიზნეს გეგმა? სათანადოდ შედგენილი აგრო გეგმა რამდენიმე აუცილებელ ნაწილს უნდა მოიცავდეს: პროექტის ზოგადი აღწერა დაიწყე მოკლე შესავლით: რა სახის აგრო საქმიანობას გეგმავ? სად მდებარეობს მიწა ან მეურნეობა? გაქვს თუ არა უკვე გარკვეული რესურსები ან გამოცდილება? აქვე, უნდა აღწერო შენი ხედვა და მიზანი - მაგალითად, გსურს შექმნა ფერმერული მეურნეობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მოიცავს ერთ ჰექტარ ტერიტორიას და წლიურად 5 ტონამდე პროდუქტის წარმოებას შეძლებს. ბაზრის ანალიზი აღნიშნე ვის მიაწვდი პროდუქციას და რა არის მოთხოვნის დინამიკა. შეგიძლია, მოკლედ აღწერო შენი კონკურენტები, ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები და შენი კონკურენტული უპირატესობები. მაგალითისთვის, თუ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდი, წარმოაჩინე როგორ დაგეგმე ლოგისტიკა, შეფუთვა და გაყიდვები. ფინანსური ნაწილი და ბიუჯეტი ფინანსური განყოფილება ყველაზე კრიტიკულია. დაასახელე: რამდენი გჭირდება საწყისად (ინვესტიციების მოცულობა); რა სახის დანახარჯებს ითვალისწინებ (ინვენტარი, ტექნიკა, ნერგები, ცხოველები, შენობა-ნაგებობები და სხვა); რამდენი იქნება მოსალოდნელი შემოსავალი და როდის; როგორ დაფარავ სესხს და რა არის რისკების მართვის გეგმა. ემბისის აგრო სესხი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სპეციფიკას და ხშირად მოითხოვს ამ მონაცემების მკაფიო წარმოდგენას, რათა ზუსტად შეფასდეს შენი პროექტის სიცოცხლისუნარიანობა. ოპერაციული გეგმა განსაზღვრე რა სამუშაოები იგეგმება ყოველდღიურად, სეზონურად ან წელიწადში რამდენჯერმე. ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს? იქნები ეს შენ, შენი ოჯახის წევრები, თუ გჭირდება დამატებითი მუშახელი? რისკების შეფასება დაასახელე შესაძლო რისკები (კლიმატი, ბაზრის რყევები, პესტები და ა.შ.) და მიუთითე, როგორ აპირებ მათ შემცირებას. მაგალითად, შეგიძლია ჩართო სარწყავი სისტემის გამოყენება გვალვებისგან თავდასაცავად ან მოსავლის დაზღვევის პროგრამები. ბიზნეს გეგმის წერისას იყავი მაქსიმალურად რეალისტური. არ გადააჭარბო არც დანახარჯებს და არც შემოსავლის მოლოდინს. თუ კონკრეტული მონაცემები არ გაქვს, გამოიყენე ოფიციალური სტატისტიკა ან სოფლის მეურნეობის კონსულტანტების რჩევები. შეგიძლია მოითხოვო დახმარება აგროკონსულტანტებისგან ან საფინანსო ორგანიზაციებისგან, ხშირად ისინი გეხმარებიან გეგმის შედგენაში. სოფლის მეურნეობა არის რთული, მაგრამ პერსპექტიული სფერო. სწორად შედგენილი აგრო ბიზნეს გეგმა არამხოლოდ დაგეხმარება სესხის მიღებაში, არამედ გახდება შენი საქმიანობის რუკა. ის გზამკვლევია, რომელზე დაყრდნობითაც შეგიძლია მართო რისკები, დაარეგულირო ბიუჯეტი და მიაღწიო დასახულ მიზნებს. თუ ეძებ სანდო პარტნიორს დაფინანსებისთვის ემბისის აგრო სესხი შეიძლება სწორედ ის მხარდაჭერა იყოს, რაც შენს საქმეს წინ წასწევს. გაქვს იდეა? მაშინ არ დააყოვნო და შექმენი შენი პირველი აგრო ბიზნეს გეგმა. https://newpress.ge/36609 რამდენად სწორი ნაბიჯია ავტომობილის ყიდვა სესხით http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.jpg ავტომობილის ფლობა მრავალი ადამიანის სურვილია. ავტომობილის ფლობა მრავალი ადამიანის სურვილია. ის თავისუფლების, კომფორტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მაშინ, როდესაც მანქანის შესაძენად საკმარისი თანხა არ გვაქვს, სესხით სარგებლობა ყველაზე მარტივი გამოსავალია. ავტომობილის ყიდვა სესხით გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა? ამ საკითხზე მსჯელობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უამრავი ფინანსური ორგანიზაცია გვთავაზობს ავტო სესხს. მათ შორის, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია MBC-ის ავტოსესხი, რომელიც მოქნილი პირობებით იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. სესხით ავტომობილის ყიდვის დადებითი მხარეები ავტო სესხის საშუალებით მანქანის შეძენას არ ელოდები წლობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ტრანსპორტით გადაადგილება შენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. ემბისის ავტო სესხი და სხვა მსგავსი პროდუქტები გაძლევს შანსს, რომ გადახდა რამდენიმე თვეზე გადაანაწილო და შენს შემოსავალზე მორგებული გრაფიკით ისარგებლო. სესხით შეგიძლია უფრო მძლავრი ან უფრო ეკონომიური ავტომობილი აირჩიო, ვიდრე ეს დაფინანსების გარეშე შეგეძლო. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დადებითი მხარეების პარალელურად, არსებობს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო: სესხი მხოლოდ მაშინ არის სწორი გადაწყვეტილება, თუ მას პასუხისმგებლობით მიუდგები. აუცილებელია გქონდეს მკაფიო ხედვა იმაზე, როგორ დაფარავ სესხს თუ შენი შემოსავლები შემცირდება ან მოულოდნელი ხარჯები გამოგიჩნდება. შესაძლოა ავტომობილი საბოლოოდ გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე მისი საბაზრო ფასია. ამიტომ, წინასწარ გამოთვალე სრული ფინანსური ვალდებულება. გაითვალისწინე, რომ ავტომობილი დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, მაგრამ შენ ვალდებული ხარ სესხი უცვლელი პირობებით დაფარო. როდის არის ავტო სესხით მანქანის ყიდვა სწორი ნაბიჯი? როცა მანქანა აუცილებელია სამსახურისთვის ან ოჯახისთვის და არ გაქვს სხვა ალტერნატივა. როცა გაქვს სტაბილური შემოსავალი და შეგიძლია ყოველთვიური გადახდების სწორად დაგეგმვა. როცა ირჩევ სესხს გამჭვირვალე პირობებით - მაგალითად, ემბისის ავტო სესხი, რომელიც გთავაზობს მარტივ განაცხადის პროცესს და მორგებულ დაფარვის გრაფიკს. როცა არ გეგმავ ავტომობილის ხშირად ცვლას და გსურს მისი ხანგრძლივად გამოყენება. როგორც ხედავ, ავტომობილის ყიდვა სესხით დამოკიდებულია შენს ფინანსურ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობის დონეზე. თუ სწორად დაგეგმავ, შეაფასებ რისკებს და აირჩევ შესაბამისი პირობების მქონე სესხს - ეს ნაბიჯი შეიძლება შენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარიც გახდეს. თუ გადაწყვეტილებას ზედაპირულად და დაუფიქრებლად მიიღებ, სესხი შეიძლება ფინანსური ტვირთად გექცეს. ამიტომ იფიქრე, სწორად დაგეგმე შენი ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე ავტო სესხის აღების გადაწყვეტილება.   https://newpress.ge/36606 „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98.jpg ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 81 საკონკურსო წიგნიდან 10 ფინალისტი გამოვლინდა.  2025 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.    ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:   მაია ბადრიძე | მაქს ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება” (დიოგენე) კატია ვოლტერსი | ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმი“ (ინტელექტი) ანი კოპალიანი | ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ (ინტელექტი) გიორგი მაჭარაშვილი | ჯოზეფ კემპბელის „ათასსახოვანი გმირი“ (პალიტრა L) გვანცა ფოფხაძე | ლუციუს ანეუს სენეკას „მორალური წერილები ლუკილიუსს“ (დიოგენე) ოქტაი ქაზუმოვი | გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ (სულაკაურის გამომცემლობა) ქარდა ქარდუხი | ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგია“ (ინტელექტი) მანანა ღარიბაშვილი | პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „ხმა ტომისიდან“ (არტანუჯი) ბაჩანა ჩაბრაძე | ანტონენ არტოს „თეატრი და მისი ორეული“ (თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი) ზაზა ჭილაძე | კორმაკ მაკართის „გზა“ (სულაკაურის გამომცემლობა)   „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე  მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.  https://newpress.ge/36597 ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი http://newpress.ge/uploads/all/images/Release.jpg მან წლების წინ დააფუძნა დიზაინ-სტუდია და მაღაზია Black dog. მხატვარ-დიზაინერ მანანა არაბულთან საუბარი თავისუფალ ცურვას ჰგავს, ამბების თხრობისას ემოციებს უფრო მიჰყვება, ვიდრე ქრონოლოგიას. ეს  გაბნევს, თუმცა წამითაც არ გტოვებს განცდა, რომ საკუთარ საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს ესაუბრები.    ამაში დარწმუნდა თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჟიურიც და 2025 წლის საუკეთესო ფრილანსერის ჯილდოც მას მიაკუთვნა.   „ენერგია არც აქამდე მაკლდა, მაგრამ ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო  ენერგიული და კონცენტრირებული გავხდი. პასუხისმგებლობაც გამეზარდა. თიბისი ჩემთვის კულტურული პლატფორმაცაა, რომელიც ამ სფეროს წლებია ეხმარება და მაღალი ხარისხის პროექტებს ქმნის. ჩემი კოზირიც, ვფიქრობ, ხარისხია. ჯილდომ მომანდომა ხალხს ვაჩვენო რა მაქვს გაკეთებული“, - ამბობს მანანა არაბული.   გაკეთებულიც ბევრი აქვს და მოსაყოლიც. თბილისში სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ არ დარჩენილა სფერო, სადაც საკუთარი ძალები არ  მოსინჯა. ( თან წარმატებულად): კერამიკაზე, მხატვარ დიზაინერად, კინემატოგრაფიაშიც კი იმუშავა,  თან ოთარ იოსელიანის ფილმზე „შანტრაპა“.    წლების წინ დააფუძნა დიზაინ-სტუდია და მაღაზია Black dog. სპეცპროექტით “Typography rebirth“ შეძლო მოეძიებინა მე-19  და მეოცე საუკუნის ქართული ფონტები და ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა.  თუმცა, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ყველა თაობის ადამიანმა შეიყვარა „ფაბრიკის“ Fabrika-ს კორპორატიული იდენტობაა.   „6 ხელი მაქვს, შამანობა შემიძლია“- ხუმრობს თავადაც. „ვფიქრობ, ჩემს სტილს გამორჩეულს ის ხდის, რომ პროფესიით ხელოვანი ვარ“.   ბოლო 10 წელია სრულად ფრილანსინგზე გადაერთო. მანანასთვის შემოქმედებითი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, ურჩევნია კომპანიამ იცოდეს მისი გამოცდილება, ენდობოდეს გემოვნებას. ამ პროცესს თანაბრად აქვს თავისი დადებითი  მხარე და გამოწვევებიც.   „როდესაც ფრილანსერი ხარ შემოქმედების არეალი უფრო  ფართო გაქვს. არ ხარ ვინმეზე მიბმული და არ ასრულებ მუდმივად ერთი დამკვეთის სურვილებს. თუმცა, მუდმივად მუშაობა გიწევს, მოდუნების დრო და საშუალებაც არ გაქვს, ამიტომ ჯარისკაცივით  მუდმივი მობილიზება გიწევს“,- ამბობს მანანა.    დამკვეთთან ურთიერთობისას მთავარი ნდობაა, უარს ამბობს  თანამშრომლობაზე თუ კონტენტი არ აინტერესებს. პირდაპირია და პრინციპული. ამბავს იხსენებს წარსულიდან, როგორ  არ უყვარდა „დეკორატიულობა“, გულს უსმენდა, ვიდრე გონებას და შედეგზე მეტად მუშაობის პროცესი იზიდავდა.   „წინსვლა და სიცოცხლე მხოლოდ მოძრაობაშია. ბუნებრივია, ამ გზაზე შეცდომებიც მოსულა, ის გამოცდილებას და  მეტ კვალიფიკაციას გაძლევს. იგივეს ვურჩევდი ახალ თაობას, ინტერნეტის ხანაა, ბევრად მეტის სწავლა შეიძლება“.