|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რუსეთი ოკუპანტია"- ქუთაისის აეროპორტში აქცია გაიმართა

„რუსეთი ოკუპანტია"-ამ სახელწოდებით  ქუთაისის აეროპორტში აქცია გაიმართა.  სტიკერები ამ წარწერით თბილისის შემდეგ ქუთაისის აეროპორტშიც გამოჩნდა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა სტიკერები ევროპის მიმართულებით მიმავალი მგზავრების ჩანთებზე დააკრეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით დონერიანი "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, რომ მათი მიზანია, საქართველოში ჩამოსული ტურისტების და ევროპაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეების მეშვეობით, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაუგზავნონ მესიჯი, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 

"ჩვენი მიზანია მსოფლიოს გავაგებინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჩვენ მოვედით აეროპორტში და მგზავრების ჩანთებზე დავაკარით სტიკერები, რომ მათ თავიანთ ქვეყნებში ჩაიტანონ გზავნილი. სიხარულით დაგვთანხმდენ და სტიკრები დამატებით წაიღეს, რომ მეგობრებსაც გაუზიარონ"-აცხადებს დავით დონერიანი. 

მისი თქმით, აქცია ყველა გამშვებ სასაზღვრო პუნქტთან გაიმართება, 26 მაისისთვის ამ თემაზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია მოხდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა