|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველმა მოჭიდავემ რუსეთში გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ქართველმა მოჭიდავემ, ზურა დათუნაშვილმა მოსკოვში  საერთაშორისო გრან-პრი მოიგო. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველმა სპორტსმენმა  ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა. ფინალამდე კი 3 მეტოქეს, ხუსეინ ჟანგურადოვს 2-2, ბისლან ასაკალოვს 2-1 და იმილ შარაფეტდინოვს 2-1 მოუგო.

 

მოსკოვში მიმდინარე „ივან პადუბნის“ საერთაშორისო გრან პრის გათამაშება ორმოცდამეთვრამეტედ იმართება. მასში 11 ქვეყანა მონაწილეობს და ის მსოფლიოს პრესტიჟული ტურნირების რუკაზეა აღბეჭდილი. საქართველოს ნაკრებს კი აღნიშნულ შეჯიბრზე 1993 წლის შემდეგ არ უასპარეზია.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა