|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"რუსთავი 2" -ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერი" ეთერში აღარ გადის

"რუსთავი 2" -ის საინფორმაციო გადაცემა კურიერი ეთერში აღარ გადის. გუშინ საღამოს 9-საათიანი გამოშვებაში კურიერის წამყვანები დიანა ჯოჯუა და  მიშა სესიაშვილი მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.

„წითელი ხაზები გადაკვეთილია. "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო. ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი "რუსთავი 2-ის," რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი,“ - განაცხადა მიშა სესიაშვილმა.

"მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება,“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა "კურიერის" წამყვანი დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს. 

ეს იყო კურიერის ყველაზე მოკლე, 4 წუთიანი გამოშვება, რის შემდეგაც არხის საინფორმაციო გადაცემა ამ დრომდე ეთერში არ გასულა. 

მოვლენები ამგვარად  არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის და წამყვანი ჟურნალისტების გათავისუფლების შემდეგ განვითარდა.

 "რუსთავი 2" ფრიდონ ხალვაშის მფლობელობაში სასამართლოს გადაწყვეტილებით  გადავიდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი