|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აქციაზე "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებისაგან ბოდიშის მოხდას ველოდები"

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ქუთაისში მოქმედი სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" თანადამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე აცხადებს, რომ  "რუსთავი 2" -სათვის ბრძოლა  არ არის საზოგადოების ბრძოლა, არამედ  ორი ძალაუფლებისთვის მებრძოლი ძალის  შერკინებაა.

მისი თქმით, "პირობებს აყენებს საზოგადოება და არა ტელევიზია ან მთავრობა", ამიტომ დღევანდელ აქციაზე რუსთავი 2-ის წარმომადგენლებისაგან ბოდიშის მოხდას ელოდება. პირველ როგში, იმის გამო  რომ წინა ხელისუფლების დროს არღვევდნენ ჟურნალისტის ეთიკას და ატყუებდნენ საზოგადოებას საკუთარი მიკერძოებით.

 "მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რუსთავი 2-ის ბრძოლას დავუჭერ მხარს, მხოლოდ გარკვეული პირობით: 1. "რუსთავი 2"- ში მომუშავე ყველა ადამიანი აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, არღვევდნენ ჟურნალისტის ეთიკას და ატყუებდნენ საზოგადოებას საკუთარი მიკერძოებით წინა ხელისუფლების მიმართ. აღიარებენ, რომ იყვნენ მართულნი და როგორც მოქალაქე, ვითხოვ ამის გამო ბოდიშს! 2 -  ყველა რუსთავი 2-ში მომუშავე ჟურნალისტი, მფლობელი, ხელმძღვანელობა მომცემს გარანტიას, რომ ისინი იქნებიან ობიექტურები, დაიცავენ ჟურნალისტურ ეთიკას და მოემსახურებიან საქარათველოს საზოგადოებას და არავის სხვას!
3. მომცემენ დაპირებას და გარანტიას, რომ არასდროს  იქნებიან ისეთი, როგორიც იყვნენ წინა ხელისუფლების დროს (ჩემის აზრით: პროპაგანდისტული, მიკერძოებულები, ჟურნალისტის ეთიკის დამრღვევები, საზოგადოების შეგნებულად ტყუილში შემყვანები).

თუ ამის გაკეთება ამ ტელევიზიაში მომუშავე ყველა ინდივიდს ცალ-ცალკე და ერთად არ შეუძლიათ, მე ჩავთვლი, რომ ეს მხოლოდ პოზიციური ბრძოლაა ძალაუფლებისთვის და ვაცხადებ:  ეს არ არის საზოგადოების ბრძოლა! ეს ორი ძალაუფლებისთვის მებრძოლის შერკინებაა!!!

დღეს კი არ არის შუასაუკუნეები, რომ თავი შევაკლა ფეოდალურ და კლანურ დაპირისპირებებს, რომელთა შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ერთს ხელთაა ძალაუფლება, მეორეს კი მისი დაბრუნება სურს.

სიტყვის თავისუფლება კი არც ერთს და არც მეორეს არ აინტერესებს.

ეს არის, ჩემი ერთი მოქალაქის, დეკლარაცია.

დღევანდელ აქციაზე ველი ამ პუნქტების შესრულებას.

თქვენ არსებობთ, რომ გვემსახუროთ ჩვენ და არ დაგავიწყდეთ ჩვენ და ჩვენი ინტერესები!"-წერს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბიs "თაობათა დიალოგი" თანადამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა