|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსული ჰიმნის შემსრულებლები ქუთაისში ვერ იმღერებენ"

"რუსული ჰიმნის შემსრულებლები ქუთაისში ვერ იმღერებენ" - მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენლებს, რომლებმაც დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს.

ორგანიზაცია ამით "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქუთაისში კინო საქართველოს გახსნაზე ცნობილი ქართველი და რუსი მომღერლები, მათ შორის თამრიკო გვერდწითელი და გრეგორი ლეპსი იმღერებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" მიიჩნევს, რომ დაუშვებელია იმ მომღერელების საქართველოში ჩამოსვლა, რომლებმაც რუსული ჰიმნი შეასრულეს და პუტინს უმღერეს.

"ჩვენთვის მიუღებელია იმ მომღერლების აქ ჩამოსვლა, რომლებიც  რუსულ ჰიმნს ასრულებენ და პუტინს უმღერიან,  არსებობს ვიდეო კადრები, სადაც თამარ გვედწითელი და გრიგოლ ლეპსი ასრულებენ რუსეთის ჰიმნს.  სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ არის აღდგენილი და რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, დაუშვებელია ასეთი ღონისძიების გამართვა, მით უფრო 25 სექტემბერს, როდესაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეა"- აცხადებს გია გოქაძე. 

მისი თქმით, ეს ღონისძიება ვერ დაიგეგმებოდა, რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა. ამაში გოქაძე ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ადანაშაულებს და თვითმმართველობის პირველი პირების მოსკოვში მივლინებას იხსენებს. ამასთან გოქაძე მიიჩნევს, რომ საქმის კურსშია მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელთა აზრით, ქუთაისი რუსული "კულტურული შემოტევის" სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც კვლევების შედეგად, ქუთაისში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

"ევროპა ჩვენი სახლია" მოუწოდებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოხატონ თავიანთი პოზოიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, კინო საქართველოს მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმები თენგიზ აბულაძეა, როგორც მან ნიუპრესთან საუბარში დააფიქსირა, ქუთაისში ჩადებული ინვესტიცია მისთვის უფრო ქველმოქმედების თმაა, ვიდრე ბიზნეს ინტერესების. მისი თქმით, ის ცდილობს, ქუთაისისათბვის კარგი გააკეთოს, თუმცა ეს აქ სხვაგვარად აღიქმება. 

რაც შეეხება კინოს გახსნის ცერემონიალს, ნიუპრესის ინფორმაციით, ის 25 სექტემბერსაა დაგეგმილი, შესაძლოა ღონისძიებაზე თავად თენგიზ აბესაძეც ჩამოვიდეს.

 

 

კინო "საქართველოს" გახსნაზე გრეგორი ლეპსი და თამრიკო გვერდწითელი იმღერებენ

მსოფლიო პრემიერები და VIP სერვისები "კინო საქართველოში" [PHOTO]

"მე ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ თავს"

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა