|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე. ტრენინგი 25 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნოა დმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.  

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

2015 წელს პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა; სწავლება 20 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება.

 კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია და წარადგინოთ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 16-დან21 ივლისის ჩათვლითაპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პროექტი, ევროპის საბჭოს(CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის(IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით:  2 51 00 51

სრული ინფორმაცია იხილეთ ცესკოს გვერდზე.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა