|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საარჩევნო გარემო ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა შეაფასეს

იუსაიდის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ახალგაზდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. 

შეხვედრას იუსაიდის კოორდინატორი ქეთი ციბაძე და არასამთავროგო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" თეონა გოგიშვილი უძღვებოდნენ.

ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის ოთრ ლორთქიფანიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდის მიერ გამოთქმული ყველა მოსაზრება. "საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც დადებითი ტენდენციებია ამ კუთხით და აღარ გვაქვს ის პრობლემები, რაც წლების წინ იყო. მივესალმები ამ ტიპის შეხვედრებს, რადგანაც მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდის მიერ გამოთქმული მოსაზრება", -განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ. 

ახალგაზრდებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.  "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლმა  ოთარ ხმელიძემ შენიშვნა მედია გარემოსთან დაკავშირებით გამოთქვა. მისი თქმით, ის "საქართველოს ბანკის" წინ რამდენიმე დღე შიმშილობდა, მაგრამ მისი აქცია ცენტრალურმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

ავტორი: ნიუპრესი