|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვერდზე გახედვა არ მინდა მაგ პლაკატების გამო" [PHOTO]

წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში არსებულ სარეკლამო ბანერებზე ამ დროისთვის მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული ოცნების" კანდიდატების პლაკატები გამოჩნდა. მმართველი გუნდი აშკარად ლიდერობს ამ მხრივ და ბანერების უმეტესობა მისი კანდიდატების მიერ არის ათვისებული. გარდა ბანარებისა და ბოძებისა, "ქართული ოცნების" კანდიდატების პლაკატები ქალაქში მოძრავ ტრანსპორტზეც გამოჩნდა. რამდენიმე ნომერ ავტობუსსა და სამარშუტო ტაქსზე გიორგი ჭიღვარიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატები არის განთავსებული.

საარჩევნო კოდექსის და რეკლამის შესახებ არსებული კანონით, კერძო საკუთრებაზე სააგიტაციო მასალის განთავსება არ ითვლება დარღვევად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არ მოხდა, რომელიმე პოლიტიკური ძალის ზეწოლის, ან მუქარის შედეგად. ვინაიდან ქუთაისში მოძრავი ტრანსპორტი კერძო საკუთრებაა და მუნიციპალურ ტრანსპორტს არ წარმოადგენს, მათზე რაიმე სახის პლაკატის განთავსება მფლობელის გადასაწყვეტია. როგორც ქალაქში მოძრავი #1 ავტობუსის (წრიული) გადამზიდი კომპანიის მმართველი ალეკო დვალიშვილი "ნიუპრესთან" საუბარში განამარტავს, პლაკატების განთავსება ინდივიდუალურად მძღოლის მიერ ხდება.

"რა სახის მასალა განთავსდება ავტობუსზე, ეს არის მძღოლის გასაწყვეტი, რადგან ტრანსპორტი არის მათი საკუთრება, ჩვენ წინააღმდეგი რატომ ვიქნებით, თუ მძღოლები პლაკატების გაკვრით თანხას იშოვიან", - განაცხადა ალეკო დვალიშვილმა. კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე შეზღუდვა ოპოზიციონერი კანდიდატების პლაკატების განთავსებაზე, განმარტავს, რომ ეს მძღოლის პოლიტიკური სიმპატიის საკითხია და თავად უნდა გადაწყვიტონ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქალაქში მოძრავ ტრანსპორტზე სხვა პარტის საარჩევნო პლაკატი არ გვხვდება.

#1 ავტობუსის მძღოლის განცხადებით, პლაკატების გაკვრისთვის მას გარკვეული თანხა გადაუხადეს და მზადაა სხვა პარტიის შეთავაზებასაც დათანხმდეს. მისივე თქმით, ავტობუსი მისი საკუთრებაა და რეკლამისთვის ადგილები გააქირავა. პლაკატები არის გაკრული 50 ნომერ სამარშუტო ტაქსებზეც, მძღოლის განცხადებით, პლაკატების გაკვრა მისი ნების წინააღმდეგ მოხდა.

"მე ვინ მკითხა, მოვიდნენ ხაზის მფლობელები და გააკრეს. მე არ ვარ ამ ავტომობილის მფლობელი, მხოლოდ მღოლი ვარ. გვერდზე არ მინდა გახედვა მაგ პლაკატების გამო", -განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა