|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო კონცერტში ადგილობრივი და თბილისელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას

ქუთაისში საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ.

მერიის ინფორმაციით,  31 დეკემბერს, ღამით, ქუთაისში გამართულ საახალწლო კონცერტში ჯგუფი "მეტეხის", თიკო გრძელიშვილის, ანა შუბითიძის, FUNK STATION-ის და დიჯეი ზაპას მონაწილეობა იგეგმება.

საახალწლო კონცერტს აკო ანდღულაძე გაუძღვება.

ქუთაისის მერიამ საახალწლო კონცერტისათვის საჭირო სცენის მონტაჟისათვის 20 ათას ლარიან ტენდერი გამოაცხადა.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა- კონცერტისათვის (კონცერტის ხანგძლივობა არანაკლებ 90 წუთი) სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურება.


ასევე,  „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი სპეციალისტებით უზრუნველყოს სცენის, გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა