|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელია თუ არა საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება?

საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ხელფასების მატება მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. ინფორმაციას EDU.ARIS.GE   ავრცელებს.

 გამოცემის თანახმად, მინისტრის განმარტავს, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურების მიმართულებით ჯერ-ჯერობით პროფესიული განვითარების სქემა არ არსებობს.

"როდესაც გვექნება,  სწორედ ამ სქემის მიხედვით დარეგულირდება მათი ხელფასების რაოდენობა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

 ქუთაისში მერიის ააიპი ბაგა-ბაღების გაერთიანება ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და გაიზრდება თუ არა ბაღების თანამშრომელთა ხელფასები, ეს დამოკიდებულია ქალაქის ბიუჯეტზე.

საბავშვო ბაღების მასწავლებელთა ხელფასები, 200-დან 400 ლარის ფარგლებში მერყეობს.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა