|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში დაკავებული ქუთაისელი გოგონა გაათავისუფლეს

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს.


როგორც "ნიუპრესთან" საუბარში  გათავისუფლებულის დედამ განაცხადა, მის შვილს ბრალი ვერაფერში დადეს. 
"ჩემი შვილი 19 წლისაა, ვინც გვიცნობს, ყველამ იცის,  რომ  ანანო არაფერს დააშავებდა. უსაბუთობის გამო წაიყვანეს,  არავისთან ჰქონია კონტაქტი დანარჩენებთან",- განაცხადა სოფო ფხაკაძემ.


ანანო ხერხაძის უდანაშაულობაზე საუბრობს მისი ერთ-ერთი ახლობელი.

„ანანო სამი დღე განყოფილებაში ჰყავდათ, მაგრამ გამოუშვეს, რადგან მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა.  უკვე სახლშია და  გავრცელებული ფოტოებისა და ამ ამბის გამო ძალიან განიცდის.  საბერძნეთის პოლიცია და მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ის არ იყო  დამნაშავეთა დაჯგუფების წევრი. გოგონა 19 წლისაა,  მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ადამიანებს ცხოვრება ენგრევათ“, -განაცხადა ხერხაძის ერთ-ერთმა ახლობელმა.

 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბერძნეთში 8 ქართველი დააკავეს. გავრცელდა ეჭვმიტანილების ფოტოები, რომელთა შორის 19 წლის ქუთაისელი გოგონაცაა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა