|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში ქართველებისაგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეძებენ

საბერძნეთში ქართველებისაგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრს ეძებენ, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. ორივე მათგანი 12-კაციან ჯგუფში შედიოდა, რომელმაც საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა.
სამართალდამცველები ეძებენ 1986 წელს დაბადებულ ხურციძე (ან ადეიშვილი) ამირანსა და 1984 წელს დაბადებულ ლაშა არსენიძეს.
საბერძნეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, 12-ვე მათგანის ფოტოსურათები ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა. უწყება მოუწოდებს ყველას, დაჯგუფების წევრთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ.
ბერძნული მედიის თანახმად, დაჯგუფების ლიდერი ადრე რუსეთში ქართული მაფიის ლიდერი იყო. ბოროტმოქმედების საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ევროს აღწევს.
 

 

წყარო:ipn.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა