|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში ქუთაისელი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმტაიმი“ წერს. 

დავით სებისკვერაძესთან ერთად, რომელიც ასევე „დათო კუტაისკის“ და „კალიასკას“ სახელებით არის ცნობილი, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ასათიანი („შოთიკო ბოლნისკი“) და ლაშა უგრელიძე („სტალინი“) მიეცა. მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ ბუძიშვილი („მიშკა კუტაისკი“), რომელიც 2015 წლის დეკემბერში ამავე სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაკავებული, მიმდინარე წლის აპრილში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქუთაისურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ახლა კი მის უფლებამოსილებებს, სავარაუდოდ, ასევე ქუთაისელი გაიოზ ზვიადაძე („გია კუტაისკი“) გადაიბარებს. 

ავტორი: ნიუპრესი