|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის ”ჩიხურას” კაპიტანი და ფეხბურთელები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ

საჩხერის ”ჩიხურას” მიკროავტობუსი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვა.  მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. 


მიკროავტობუსით ფეხბურთელები ბათუმის ”დინამოსთან” გუშინდელი მატჩის შემდეგ დედაქალაქში მიემგზავრებოდნენ.

შედარებით მძიმედ დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

ავტორი: ნიუპრესი