|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეხითმოსიარულეთა ხიდის საპროექტო სამუშაოების თანხა 15 000 ლარით გაიზარდა

ქუთაისში ფეხითმოსიარულეთა ხიდის მშენებლობისათვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. მდინარე რიონზე  ხიდის პროექტისათვის მერიამ დამატებით 15 000 ლარი გამოყო. პირველ ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო. იმ დროისთვის თანხა 30 000 ლარს შეადგენდა.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. მას უნდა ჰქონოდა ახალი ხიდების მოწყობის,  რეაბილიტაციის, საავტომობილო გზების კვლევის, დაგეგმარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. კომპანიას აღნიშნულ პერიოდში ასევე უნდა ჰქონოდა მინიმუმ ერთი რეალიზებული პროექტი, 1 500 000 ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით. 

 საფეხმავლო ხიდი ხარებისა და წმინდა გიორგის  ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიიდან  ბოტანიკურ ბაღს  დაუკავშირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა