|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესი განვითარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის შენიშვნას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.

მერიის საბინაო სამსაუხრის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძე ადასტურებს, რომ ოღასკურას კალაპოტის გაფართოება პრობლემას შეამსუბუქებდა. თუმცა აღნიშნავს, რომ უხვი ნალექის გამო პრობლემა არა მხოლოდ ოღასყურას მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მთელ ქალაქში შეიქმნა.

"ყველა ადმინისტრაციული ერთეული მობილიზებული იყო, მუშაობდა ტექნიკა, ვმუშაობდით ხელით, ჩვენ ამას ვაკეთებდით მედიის და პიარის გარეშე, ამიტომ თუ მდინარე გადმოვიდა წვიმის დროს, ეს არ ნიშნავს, რომ არ მუშაობდა შესაბამისი სამსახურები. ჯერ ზარალის ოდენობა უცნობია, რადგან ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.  საერთო ჯამში 200-ზე მეტი გამოძახება იყო, დაიტბორა სარდაფები და სახლები. სტიქიის ზონა იყო: ავტოქარხანა, გამარჯვება, ბალახვანი, მუხნარის ტერიტორია, მეწყრული პროცესი განვითარდა საფიჩხიაზე,"-განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

მისივე თქმით,  მდინარე ორასყურას ყველა გასასვლელი გახსნილი იყო, თუმცა მდინარემ უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო.

"ვერ მოახერხა ერთი თვის ნალექის გატარება, ეს პრობლემა მაინც იქნებოდა, რომ ყოფილიყო გაფართოებული სიღრმეში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას შეამცირებდა. არსებობს პროექტი მდინარის გაფართოების, თუმცა უხერხულია ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და სანიაღვრე ქსელის პრობლემაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავად იყვნენ ხელისუფლებაში"-განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

მისი თქმით, უხვი ნალექის შედეგად, საფიჩხიაზე მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც ამჟამად მიწის გატანის სამუშოები მიმდინარეობს. ატიქიამ დააზიანა წყლისა და გაზის მილები.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა