|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

 საფრანგეთში ტერაქტების შედეგად  დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ დროის მონაცემებით,  სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთში 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებულია.
როგორც "როიტერი" იტყობინება, გუშინ შეიარაღებული პირები  პარიზის სხვადასხვა ადგილზე თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.
 შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, ბოევიკები მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა. მან საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეთა გაქცევა არ დაუშვან.
პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის თქმით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი სულ მცირე 120-ს შეადგენს.

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა