|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფრთხეში მყოფი ძეგლების დასაცავად ასმილიონიანი ფონდი იქმნება

საფრთხეში მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ასმილიონიანი ფონდი შეიქმნება. გადაწყვეტილება აბუ დაბიში იუნესკოს კონფერენციაზე მიიღეს.

იუნესკომ საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 55 ობიექტი შეიყვანა, მათ შორის მოხვდა ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი.

ამ ძეგლების დაცვისთვის საგანგებო ზომების მიღებისა და ფონდის შექმნის ინიციატივა ნობელის პრემიის 5-მა ლაურეატმა წამოაყენა.

ახლადდაარსებული ფონდიდან სახსრები ძეგლების დაცვაზე, ტრანსპორტირებასა და რესტავრაციაზე დაიხარჯება. განსაკუთრებული ყურადღება კი კონფლიქტის ზონაში მყოფ ძეგლებს მიექცევა. 

ავტორი: ნიუპრესი