|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საია" არჩევნების პროცესის მონიტორინგს იწყებს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წინა საარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების პროცესს აქტიურად დააკვირდება,  -  ამის შესახებ დღეს "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ შეხვედრაზე  განაცხადეს. მათი თქმით, "საიას" სადამკვირებლო მისია მოიცავს არჩევნების პერიოდის მონიტორინგს.

"ორგანიზაცია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც ახორციელებს მორიგი არჩევნების მონიტორინგს, ამ ეტაპზე, "საია" აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევები ასახული იქნება "ქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მომზადებულ ერთიან ანგარიშში", –განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა.

ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევვების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, თანამშრომლობას სთავაზობს, რათა დროული და შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს კანონდარღვევები.

შეხვედრაზე წყალტუბოში გამართული შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. სანტურიანის განცხადებით,  წყალტუბოში გამართულ არჩევნებზე გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რითაც  ცხადი გახდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობას აქვს  ხარვეზები. რაც შეეხება  წყალტუბოს საოლქო კომისიის წევრების მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელთაც  ბრალი აგიტაციაში დაედოთ, გიორგი სანტურიანის განცხადებით, "საია" მხოლოდ  სარჩელის მომზადებაში დაეხმარა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. როგორც სანტურიანი აცხადებს, კომიიის წევრები არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ ისინი კანდიდატის წარდგენაზე არა თავისი ნებით, არამედ დავალებით მივიდნენ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა