|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო რეესტრის ელექტრონული რუკები ხელმისაწვდომი გახდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონული რუკები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge განთავსებული სხვადასხვა ციფრული რუკა მომხმარებლებს – მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. ელექტრონული საკადასტრო რუკაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, ინტერნეტით დაათვალიერონ მათთვის სასურველი ტერიტორია, გაეცნონ მის ადგილმდებარეობასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. რუკა აღჭურვილია ძიების სხვადასხვა პარამეტრით, შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთის ძებნა შესაძლებელია რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით. ძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკაზე შეარჩიონ მათთვის საინტერესო მონაკვეთი, გადაიხადონ შესაბამისი საფასური და ჩამოტვირთონ სასურველი ამონარიდი.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მოსანახულებელი ადგილები, ქუჩები, სასტუმროები, საკვები, დასასვენებელი და კულტურული ობიექტები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, მიწის ნაკვეთები.

თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ.  ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება(ზუმირება), რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა. ინტერაქტიული რუკები ორენოვანია და სასარგებლოა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

    აღსანიშნავია, რომ ციფრული რუკების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრმა პორტალი  შექმნა,  რომელზეც მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბითაა დატანილი და მძლავრი საძიებო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი: მომხმარებელს სპეციალური მენიუსა და მისი კომპონენტების მანიპულაციით თავად შეუძლია რუკის სასურველი ტიპის შერჩევა.

პორტალის დახმარებით შესაძლებელია ქუჩებისა და მისამართების, საკადასტრო მონაცემების,ზედაპირული საფარის სიმაღლური მოდელისა და აეროფოტოგადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოების მოძიება.

შემეცნებით პორტალზე maps.napr.gov.ge მუშაობა და მისი განვითარება მუდმივი პროცესია. თანდათან მისი არსებული ფუნქციები იხვეწება და ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა