|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დაწყებულ დავაში განათლების სამინისტროც ჩაერთო

საჯაროს სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა ასოციაციის“ წარმომადგენელს გიორგი ტატიშვილს შორის დაწყებულ დავაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ჩაერთო.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გიორგი ტატიშვილი სკოლებიდან ინფორმაციას 2015 წლის ბოლოდან ითხოვს. დაგვიანების გამო კი რამდენიმე სკოლას სასამართლოში უჩივლა. სამინისტროში „ნიუპრესს“ განუცხადეს,  პროცესები ამ დრომდე გრძელდება. სკოლების ინტერესებს რესურსცენტრების იურისტები იცავენ. რეგიონებს, სადაც  რესურსცენტრები არ არის, სკოლებს სასამართლოში სამინისტროს იურისტები წარმოადგენენ.

როგორც აღვნიშნეთ, პროცესი გრძელდება. გიორგი ტატიშვილმა რამდენიმე სკოლას ვადაგადაცილების გამო უჩივლა, მათ შორის არის ქუთაისის 15-მდე სკოლა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა