|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკალთბურთო ტურნირის ორგანიზებისთვის ქალაქის მერია 30 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

"ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის კალათბურთის მემორიალური ტურნირის” ჩასატარებად ქალაქის მერია 30 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია დარბაზისა და ტრანსპორტის უზრუნველყოფით  ტურნირი ქუთაისის სპორტის სასახლეში  გამართოს.

ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს ქუთაისისა და წყალტუბოს გუნდები სასტუმროს მომსახურებას არ საჭიროებენ.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმროს მომსახურება, ასევე სასტუმროში განთავსებული სტუმრების სამჯერადი კვება, ტურნირის შემდეგ კი 60 პირისთვის განკუთნილი ბანკეტი რესტორანში გადაიხადოს. 

"ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის კალათბურთის მემორიალური ტურნირი 2018 წლის 31 იანვარს და 1, 2, 3 და 4 თებერვალს გაიმართება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე