|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება. გადაწყვეტილების შემდეგ მარიხუანის მომხმარებელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებას არ გადაეცემა. როგორც იურისტი იაგო ხვიჩია განმარტავს, ცვლილება მარიხუანის მოხმარებისთვის გასამართლებულთა ნასამართლეობის მოხსნის საკითხსაც შეეხება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, მოქალაქე გივი შანიძის საქმის საფუძველზე მიიღო. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა