|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება

ქუთაისის საკრებულო დეპუტატ ლაშა გვენეტაძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.

ლაშა გვენატაძეს მაისში სასამართლომ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.  ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს  კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

შეგახსენებთ, ლაშა გვენეტაძემ, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქე მამის საფლავის გაძარცვის გამო ცემეს.  გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აღიძრა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა