|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობის გამო "პატრიოტთა ალიანსი" დაჯარიმდა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 30 ათას 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო მიიღო, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

ალიანსში ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და ზურაბიშვილისთვის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გასაჩივრებულია.

სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა. უწყება “პატრიოტთა ალიანსისთვის”, რომელმაც ბროშურების დასაბეჭდად 15 295 ლარი გადაიხადა, ორმაგი თანხის დაკისრებას ითხოვდა.

აუდიტის სამსახურში ასევე მიიჩნიათ, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიისას უკანონო შემოწირულობა არაერთგზის მიიღო, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს.

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა