|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქვეყანაში მოქალაქეები შიმშილობენ და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მდგომარეობა"-სამსონ გუგავა

"ლეობორისტული" პარტიის ქუთაისის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ თავიანთ პროგრამასა და ქალაქში ასრებულ პრობლემაზე ისაუბრეს.

მერობის კანდიდატის სამსონ გუგავას განცხადებით, ქვეყანაში სამი ძირითადი პრობლემაა, ეს არის უმუშევრობა, მოქალაქეების გადინება და არასრული ჯანდაცვის პროგრამა. სამსონ გუგავას განცხადებით, მნიშვნელოვანია არასამთავრობოებთან და მედიასთან  შეხვედრა, რადგან ისინი ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

"შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, ამ ადამიანების და ორგანიზაციების აქტივობა საზოგადოებრივ აზრს ქმნის, შესაბამისად, ვცდილობთ, მივაწოდოთ მათ სრული ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის და პროგრამის შესახებ და მნიშვნელოვან მხარდაჭერასაც ველოდებით, რადგანაც სხვა არჩევანი არ აქვს ქვეყანას. სამი მთავარი პრობლემაა: უმუშევრობა, მოსახლეობის მიგრაცია და ჯანდაცვის პროგრამა. ქვეყანაში მოქალაქეები შიმშილობენ და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მდგომარეობა",-განაცხადა სამსონ გუგავამ.

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" საარჩევნო ფორმატში მერობის კანდიდატებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი