|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიას ბოქლომი დაადეს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი დღეს მთავრობის კანცელარიას დაადეს.

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელსაც რამდენიმეზოლიანი კორდონი ჰქონდა გაკეთებული კანცელარიის ჭიშკრამდე. ისინი არ ატარებდნენ აქტივისტებს, რომ სიმბოლურად გაეპროტესტებინათ მიმდინარე მოვლენები და ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ.

საპატრულო პოლიციციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით,  აქციის ლიდერებს ბოქლომი შენობის გვერდითა მხარეს დაედოთ, "სადაც კარები არ არის". საბოლოოდ, დემონსტრანტებმა ბოქლომი კანცელარიის გვერდითა ჭიშკარს დაადეს.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

ავტორი: ნიუპრესი