|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სამოქალაქო საუბრები“ ბოშათა ბანაკებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფმა“ ქუთაისსა და ქობულეთში კომპაქტურად მცხოვრებ ბოშებთან  შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე ბოშებმა ინიციატივები წამოჭრეს, რომლთა ადვოკატირებაშიც  მათ დახმარებას „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ გაუწევს.

ქუთაისში, ავანგარდის ქუჩაზე  კომპაქტურად დასახლებული ბოშები უმძიმეს  პირობებში ცხოვრობენ, იგივე სიტუაციაა ქობულეთში, გილაურის უბანშიც, სადაც „ბოშათა ბანაკი“ მდებარეობს.  ბოშები  ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას სთხოვენ: წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, საცხოვრებელი   ბარაკების, რომლებიც დანგრევის პირასაა, შეკეთება-გადახურვას, დასახლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას, ბოშათა კომპაქტურ ჩასახლებებში სპორტული მოედნების გაკეთებას, ბაგა-ბაღის გახსნას...     

პროეტის, რომელსაც „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ ახორციელებს, მიზანია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით. პროექტი ხორციელდება ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით. 

პროექტის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ  ეთნიკურ  უმცირესობებს   - უდიებს, ავარებსა და ბოშებს  გაეცნოთ საარჩევნო სისტემები, მათი რეგულაციები, ამომრჩევლის უფლებები და მათი მოვალეობები.  „სამოქალაქო საუბრები“  ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ყვარელში, დედოფლისწყაროში, გარდაბანში.  პროექტის ფარგლებში  ტრენინგი ჩაუტარდათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლ აქტიურ ახალგაზრდებს „ლიდერობასა და ინიციატივების ლობირებაში“.

ამ ეტაპზე „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ მათ მიერ დატრენინგებულ ახალგაზრდებთან ერთად მართავს  შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.  „საზოგადოებრივ  ინიციტივათა  ჯგუფი“  პასუხისმგებლობას იღებს თემის ლიდერებს  გაუწიოს  დახმარება,  როგორც ინიციტივების დაყენებაში, ასევე  დაყენებული  ინიციატივების ლობირებაში ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.    

მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართა თბილისსა და გარდაბანში, სადაც „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა უდების, ავარებისა და ბოშების თემების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს მათ თემებში არსებულ პრობლემებზე და გამოკვეთეს ინიციატივები, რომელთა დაყენებასაც აპირებენ ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე და რომელთა ადვოკატირებასაც ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ორგანიზაციის წევრებიც  გაწევენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა