|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამტრედია" ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი "სამტრედია" გახდა.  უმაღლესი ლიგის ფინალის საპასუხო მატჩი ”დინამო არენაზე"  გაიმართა.

მასპინძელმა საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედია" მიიღო. მატჩი ფრედ ანგარიშთ 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. საბოლოო ჯამში "სამტრედიამ" ორმატჩიან დუელში "ჩიხურა" 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმის მიწურულის ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულა, ხოლო მეორე გოლი მე-60 წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. გოლის გატანა 82-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ შეძლო და სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

ipn.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა