|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 31-მა პროცენტმა მიიღო

 სამტრედიაში  15:00 საათის მონაცემებით, ხმა  14332 ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 31%-ია.

ამის შესახებ ნიუპრესს სამტრედიის #54 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ  ნანა იმნაძემ  განაცხადა.

სულ რეგისტრირებულია 46 322 ამომრჩეველი. რაც შეეხება დარვევას, დაფიქსირდა ერთი ფაქტი.

ნანა იმნაძის განცხადებით, დამკვირვებელმა განაცხადა, რომ მან შენიშნა ამომრჩეველმა როგორ გადაიღო საკუთარი ბიულეტენი. ნანა იმნაძის განცხადებით, ამ დარვევას საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი