|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა

სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუდგინდა. ინფიცირებულ პირს ოჯახის წევრების გარდა, სამსახურეობრივი კონტაქტი მედ-პერსონალთანაც ჰქონდა.

როგორც გაირკვა,  სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი ინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.

ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი პერსონალი კი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 59 პირს დაუფიქსირდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა