|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიელი დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმე უზენაეს სასამართლოში დასრულდა. უმაღლესმა ინსტანციამ საქმეში პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ სცნო.

გოდერძი თევზაძეს ინტერესებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავდა. მისი თქმით, პოლიციელი გოდერძი თევზაძე არის უდანაშაულო და  უზენაესმა სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

პროკურატურა პოლიციელს დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა. გოდერძი თევზაძე პოლიციას 2016 წლის სექტემბერში ჩაბარდა, თუმცა სამტრედიელი დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ორივე ნაწილში გაამართლეს. 

                          
შეგახსენებთ, სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 2016 წლის აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა