|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”სამუშაოები მტვრის და დისკომფორტის გარეშე არ იწარმოება”

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას აქციას ქუთაისის მერიიდან პასუხობენ. მათი განცხადებით, სამუშაოები მტვერის და დისკომფორტის გარეშე არ იწარმოება.

 ”ყოველ დღე ერთდაიგივე განცხადებების კეთება უკვე არასერიოზულია პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან. ნიკეას ქუჩა ერთ-ერთი დიდი პროექტია,  რომელიც ქუთაისში ხორციელდება. მთლიანად შეიცვალა მიწისქვესა კომუნიკაციაები. კეთდება ახალი განათებები, ბორდიურები, ტროტუარები და რა თქმა უნდა, გზა, რომელიც უერთდება ავტობანს. პროექტი ორწლიანია,  თუმცა ვვარაუდობთ, რომ ძირითადი სამუშაოები  მიმდინარე ოქტომბრის თვეში დასრულდება. სამუშაოები მტვრის და დისკომფორტის გარეშე არ იწარმოება. გოგი წულაიას თუ რაიმე არ მოსწონს  და პრეტენზია აქვს,  მიმართოს სასამართლოს”,-აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა