|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი გიორგი შავგულიძე გარდაიცვალა

ქუთაისის მეოთხე მოწვევის  საკრებულოს  წევრი, იურიდიული კომისიის  ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი,  ფილოსოფოსი გიორგი შავგულიძე  ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ის  ასევე ქუთაისის  საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო, საინადაც 2009 წელს  გაათავისუფლეს, რასაც სასამართლოს გზით აპროტესტებდა.

ბოლო პერიოდში გიორგი შავგულიძე დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით,  ლექციებს  ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში კითხულობდა.  არის წიგნისა და მრავალი სტატიის ავტორი. 

"მოაზროვნე კაცი, ღონიერად მოაზროვნე კაცი... საჭირო კაცი... რა გასაკვირია, რომ უზნეო დროებამ და მედროვეებმა იგი თავიანთ მსხვერპლად აქციეს... ვერ დავიცავით... გარდაცვლილს ვაქებთ და ვადიდებთ...

სამწუხაროა, რომ ამ ეპოქას ჭკვიანი სიცოცხლეში ძულს, გარდაცვლილი უყვარს...

გიორგი შავგულიძე წავიდა ამ ქვეყნიდან..."- ასე ეხმიანება  იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი  სოციალურ ქსელში გიორგი შავგულიძის გარდაცვალების ფაქტს.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა