|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სანერვიულო იყო ის, რომ მე არ გამესწრო ჩემი პარტიის შედეგისთვის" - გიორგი ჭიღვარია

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია არჩევნების შედეგებს დადებითად აფასებს.

"მიღებული ხმების რაოდენობა ჩვენი კარგი მუშაობის შედეგი არის. ჩვენ გაცილებით მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე  თვითმმართველობის წინა და ასევე გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. 2 წელია არაა გასული, რაც მე პარტიის თავმჯდომარე ვარ, სანერვიულო იყო ის, რომ მე არ გამესწრო ჩემი პარტიის შედეგისთვის,  ამიტომ ჩემს გუნდთან ერთად სწორედ ამისთვის ვმუშაობდით, რომ პარტია ყოფილიყო პირველ ადგილზე", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ჯერ დადასტურებული არაა, გაიმართება თუ არა მეორე ტური, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მისი  გუნდი არჩევნებს  სამართლიანად მოიგებს. გამარჯვების შემთხვევაში კი, მისი პრიოტიტეტი ქალაქის განვითარების გეგმის და მისი განხორციელება მიღება იქნება. 

გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა  გამოჩენილი აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის.

შეგახსენებთ, არსებული მონაცემებით, ქუთაისში სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიოამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48, 61 %-მა დაუჭირა მხარი, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 27,05 % მხარდაჭერა აქვს. 

პროპორციული სიის მიხედვით,  ქუთაისში  "ქართული ოცნებამ" ხმების 49, 02 პროცენტი მიიღო, რის შედეგადაც ქუთაისის საკრებულოში პარიული სიით 9 წევრი შევა, რასაც 10 მაჟორიტარი დეპუტატი დაემატება. ჯამში კი ქართულ ოცნებას საკრებულოში 19 წევრი ეყოლება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა