|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოლქო კომისია საჩივრების განხილვას ორშაბათიდან დაიწყებს

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარი მონაცემები შეაჯამეს. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილოს თქმით, ქუთაისში 124 უბნის ხმები უკვე დათვლილია.

ამ დროის მონაცემებით,  ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ლიდერობს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48.67 %-ით. მეორე ადგილს “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იკავებს 27.04 %-ით.

10 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა.

პროპორციული სიის მიხედვით, 4 % იანი ბარიერი გადალახა "ქართულმა ოცნებამ" 49.15 %-ით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 24.36 %-ით და "ევროპულმა საქართველომ" 11.93 %-ით.

ოსეფაიშვილოს განცხადებით, ქუთაისში მერობის კანდიდატის არჩევისთვის დიდი ალბათობით მეორე ტური ჩატარდება.

მისივე თქმით, 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების განხილვა ხვალ დილიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, ქუთაისის საოლქო კომისიაში 18 საჩივარი შევიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი