|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპენსიო ასაკის გათანაბრების ინიციატივას პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საპენსიო ასაკის გათანაბრების ინიციატივას მხარს არ უჭერს. 

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური გაერთიანება “ახალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც მამაკაცის საპენსიო ასაკის ქალის საპენსიო ასაკთან გათანაბრებასა და 65 წლიდან 60 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.

როგორც ვაშაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მისი ეს ინიციტივა არ არის პოპულისტური, რასაც “ახალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაც ადასტურებს, რადგან მათ კამპანიის ფარგლებში პენსიაზე არ უსაუბრიათ. 

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში დებატები საპენსიო ასაკის გაზრდის თაობაზე მიმდინარეობს, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. დეპუტატის თქმით, “როცა ნაკლები ახალგაზრდაა, მეტი მოხუცია და პენსიაზე ადრე გადიხარ, ამას კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური კრახი მოჰყვება“. 

“ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით წავიდეთ და დროებითი, პოპულისტური უკუგების მიღების მიზნით, მომავალი თაობები კრახის წინაშე დავაყენოთ. პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადების რეალური არსი ეს არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 67 წლამდე იზრდება. საქართველოში საპენსიო ასაკს არ ვზრდით. რატომ უნდა ვუბიძგოთ ადამიანებს საპენსიო ასაკში ადრე გასვლა, ნაცვლად იმისა, რომ მათ უკეთესი მომზადება, დასაქმება და ღირსეული ცხოვრება შევთავაზოთ?“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

 

წყარო: ipn.ge

 

ამ თემაზე:  უნდა გათანაბრდეს, თუ არა ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი ? [VIDEO]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა