|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაღლითები ყალბი საიტების მეშვეობით პენსიონერების ფულის მოპარვას ცდილობენ

საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ფონდის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომლებიც მომხმარებლებს მონაცემების შეყვანას თხოვს. ფონდის განცხადებით, ამ გვერდებს  საპენსიო სააგენტოსთან  კავშირი არ აქვს.

"ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. 
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი"-ნათქვამია საგენტოს განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა