|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო ახლადდაქორწინებულთათვის სასურველ ქვეყნად დასახელდა

გამოცემა ”ჰარპერ ბაზარმა” იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც 2017 წელს ახლადდაქორწინებულებს თაფლობის თვის გატარებას ურჩევს. 
"ჰარპერ ბაზარმა" მკითხველს 17 ქვეყანა შესთავაზა, რომელთა შორის მოხვდა საქართველოც.

”საქართველომ ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო ადგილობრივი სამზარეულოს, ღვინისა და სამოდელო სცენის დამსახურებით. აქ შეძლებთ ქვეყნის დაუფასებელი პლაჟების მონახულებას, მთებში მოგზაურობას, თუ სათხილამურო კურორტების ხილვას. ტურის დაწყებას კახეთიდან გირჩევთ, საქართველოს ღვინის დედაქალაქით, შემდეგ კი თბილისისკენ გაეშურეთ, სადაც დააგემოვნებთ განვითარებად კულტურულ ცენტრს, რომელიც მოდის მოყვარულებს და გურმანებს აუცილებლად მოეწონებათ”,  - ნათქვამია ჟურნალის სტატიაში.

სიაში პირველ პოზიციაზე მოროკო იმყოფება, მეორე ადგილს ბოტსვანა და მავრიტანია იკავებს, მესამეზე კი ურუგვაია განთავსებული. "ჰარპერ ბაზარის" მიერ შერჩეულ ქვეყნებს შორის ასევე მოხვდა ომანი, პოლინეზია, სეიშელი და თურქეთი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა