|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო და ავსტრია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერმა მოაწერეს ხელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

მემორანდუმის თანახმად, უწყებები ორმხრივი თანამშრომლობისა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს. დაგეგმილია თანამშრომლობა პენიტენციური სისტემების მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციური ჯანდაცვის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით, ასევე, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ექსპერტებისა და შესაბამისი სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება. 

კახა კახიშვილის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი იქნება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში დიდ წვლილს შეიტანს. 

„მემორანდუმის ხელმოწერა ჩვენს სტრუქტურებს შორის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აქტიურ დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და წარმატებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის განვითარებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

მემორანდუმი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. კახა კახიშვილი ვენაში ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვევა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა