|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

საქართველოს დაცული ტერიტორიები წელს 55 490 ვიზიტორმა მოინახულა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% - ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა.

ვიზიტორთა შორის  56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

  • თბილსის ეროვნულ პარკს
  • პრომეთეს მღვიმეს
  • ყაზბეგის ეროვნულ პარკს
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს
  • სათაფლიას

ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში.

ავტორი: ნიუპრესი