|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" საქართველოს გადარჩენა მამა ნიკოლოზს შეუძლია"

ქუთაისში ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილისათვის მღვდელმსახურების უფლების აღდგენას მოითხოვენ. აღნიშნული ინიციატივით დღეს, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

როგორც აქციის მონაწილები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, საქართველოს სჭირდება მამა ნიკოლოზის ლოცვა და მას აუცილებლად უნდა აღუდგეს მღვდელმსახურების უფლება.

საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს ერთი თვის განმავლობაში შეაგროვებს და საპატრიარქოში წარადგენს.

"მოვითხოვთ მამა ნიკოლოზს აღუდგინონ მღვდელმსახურების უფლებამოსილება. თხოვნით მივმართავთ პატრიაქს, რომ გაითვალისწინოს მრევლის სურვილი, ასევე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, მოვიდნენ და თუ იზიარებენ ჩვენს მოსაზრებას მოაწერონ ხელი, რათა საპატრიაქოში წარვადგინოთ ჩვენი მოთხოვნა",-განაცხადა აქციის მონაწილე ლელა ცეცაძემ.

"მთელი თვის განმავლობაში შევაგროვებთ ხელმოწერებს მამა ნიკოლოზის მღვდელმსახურბის აღდგენის მოთხოვნით, ვისაც აქვს სურვილი, შემოგვიერთდნენ. მოგეხსენებათ მამა ნიკოლოზი იყო მამა გაბრიელის სულიერი შვილი და მან უწინასწარმეტყველა, რომ  საქართველოს გადარჩენა მამა ნიკოლოზს შეუძლია",-აღნიშნა აქციის მონაწილემ ლევან ლალიაშვილმა. 

ხელმოწერების შეგროვების აქცია პარალელურად მიმდინარეობს თბილისსა და ბათუმში. 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა