|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავრობა ღილაკზე "წაშლა" დაჭერით ცვლის გარემოსდაცვითი სამინისტროს სტრუქტურას"

კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობის 350.org  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონული წარმომადგენელი სვიტლანა რომანკო გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთებას გულისხმობს.

სვიტლანა რომანკოს თქმით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი მარტივად ღილაკზე "წაშლა" დაჭერით ცვლის გარემოსდაცვითი სამინისტროს სტრუქტურას.

"მაშინ როცა მთელს მსოფლიოში ადამიანების ძალისხმიერება მიმართულია კლიმატისა და გარემოს კრიზისის აღმოფხვრის გზების ძიებისკენ, მაშინ როცა მსოფლიოში ქმნიან ახალ ბრენდს, როგორიცაა კლიმატის საკითხთა სამინისტრო კლიმატისა და ენერგოეფექტურობის საკითხთა სამინისტრო (როგორც ეს არის კანადაში და ავსტრალიაში) და აყალიბებენ ფართო კოალიციებს, რათა დასრულდეს ნახშირის ერა – საქართველოს მინისტრთა კაბინეტი იღებს გადაწყვეტილებას, შეცვალოს გარემოსდაცვითი სამინისტროს სტრუქტურა ძალიან მარტივად, ღილაკზე “წაშლა” დაჭერით. იდეა იმაშია, რომ შერწყმა მოხდეს გარემოსდაცვითი სამინისტროსი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან – როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ვითარებაში ბუნებრივი რესურსების დაცვა? ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი არასამართლიანია ეკონომიკურ ფასეულებებთან მიმართებით ბუნებრივი რესურსების დაცვა" ,– ამბობს სვიტლანა რომანკო, 350.org  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონული წარმომადგენელი.

მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.org მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც სამინისტროების გაერთიანებას მხარს არ უჭერენ.

"მე, ნამდვილად მხარს ვუჭერ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს (როგორიც არის კახა კუჭავა – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე); მხარს ვუჭერ მათ ძალისხმევას, ხელმოწერებსა და პეტიციას, რომელიც ბუნებრივი რესურსების დაცვის დესტრუქციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული" – განაცხადა სვიტლანა რომანკო.

350.org–ი საქართველოში მისი წარმომადგენლის, ა/ო RICDOG–ის სახით აქტიურად იქნება ჩართული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პირვანდელი სახით შენარჩუნების პროცესებში. როგორც RICDOG-ში აცხადებენ, ისინი ჩაერთვებიან საპარლამენტო დისკუსიებში და მინისტრთა კაბინეტისგან მოითხოვენ დასაბუთებულ ახსნა–განმარტებას სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

ავტორი: ნიუპრესი