|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია

საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი ამ დროისათვის პიკეტირებულია. დღეს თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან კარვები არის გაშლილი. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე 24 საათიან მორიგეობის დაწესებას გეგმავენ.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო შენობა პიკეტირებული იქნება მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

 აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და დაიშალოს დღეს არსებული ცესკო-ს შემადგენლობა.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნას არ შესარულებს ხელისუფლება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

პარლამენტის შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდ. აქციაზე იმყოფებიან ქუთაისისა და იმერეთის წარმომადგენლები. 

 

ავტორი: ნიუპრესი