|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზა 28, 29 და 30 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მატარებელს ვაგონებს დაამატებს [R]

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 28, 29 და 30 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მატარებელს ვაგონებს დაამატებს, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28; 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე   ვაგონების რაოდენობას ამატებს.

 

მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 

 


თბილისი - ბათუმი - თბილისი   № 808/807

  გასვლა- თბილისი

  ჩასვლა-ბათუმი

გამოსვლა-ბათუმი

  ჩამოსვლა- თბილისი

10:30

15:30

19:05

00:10

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა