|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქართველოს რკინიგზა“ ყველას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთოების ზომები" [R]

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცლეებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქტივისტებმა  წარმომადგენლების მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

"დღეს დილით, 09:15 საათზე აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია რუსთვი2-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარიგაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ითხოვდნენ ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ.

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთოების ზომები. წინააღმდეგშემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს , რათა საფრთხე არ  დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია განცხადებაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა