|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

„საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ.

საქართველოსშრომის უსაფრთხოების შესახებკანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმაკვირიანი ტრენინგი გაიარეს. 

კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების  მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე - უსაფრთხოდ“   მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის - IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა,   კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება,  რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს    მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა