|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

დღეს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვედა. გენერალურმა დირექტორმა დასაქმებულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება 10 %-ით გაეზრება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.

გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან დასაქმებულებთან შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება.

 „საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, ლოიალურობის ამაღლებასა და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა